კროოსი:„„რეალის“ მწვრთნელობას არ გამოვრიცხავ“

ტონი კროოსმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩემი აკადემია პროგრესირებს. მჯერა, რომ მსოფლიო ფეხბურთს არაერთ ტოპ ვარსკვლავს ვაჩუქებ. ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია.“

„მწვრთნელობა? ამ ამპლუაში ყოფნა მომწონს. ახლა არ ვიცი და ვერ გეტყვით, რა იქნება 10 წელიწადში, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ „რეალის“, „ბაიერნის“ ან სხვა გუნდის გაწვრთნას.“

„როგორც ტაქტიკოსობა, ასევე გასახდელში ლიდერობა აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებული მწვრთნელი გახდე.“

„ჩემი შემცვლელი „რეალში“? თუ კლუბს ჩემი შეცვლა სურს, პირველ რიგში ჩემზე საუბარი უნდა შეწყვიტოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩაბი ალონსო ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. ამ გუნდს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ყველაზე ძლიერი იყოს.“

„„რეალი“ ჩემი ცხოვრებაა. მადრიდში ყოფნა მიყვარს. ბოლო დღეებში ფლორენტინო პერესს შევხვდი, რა თქმა უნდა, თბილი საუბარი გვქონდა, მისი მადლიერი ვარ.“

  • Madridista
  • 2 დეკემბერი 2025
  • 1 001
  • 3

1

3 დეკემბერი 2025 11:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 212

რა ძალა ყოფილა მართლა. ამაზე ყოფილა მთელი გუნდი აწყობილი. რაც წავიდა გუნდი დღემდე ვერ დალაგდა 


2

3 დეკემბერი 2025 23:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 184

თუ ფეხბურთი გიყვარს. არ შეიძლება.  ლუკა. და ტონი არ გიყვარდეს და არ აფასებდე ეხლა მიცა რეალშე თქვენი თავები 25 წლის ასაკში.  ლიგას ლიგაზე მოიგებდენ. ვერავინ ვერ გააჩერებდავრეალს 


3

4 დეკემბერი 2025 09:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 830

ტონი ძალიან მაგარი იყავი რეალში და შენი შეცვლა ჯერჯერობით შეუძლებელია.თუმცა,ალონსოსთან მიმართებაში არ გეთანხმები.ალონსოს რეალი ძალიან საზიზღარ და საყურებლად საშინელ ფეხბურთს თამაშობს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)