ალონსო:„ჩემი თანამდებობა ურყევია“

ჩაბი ალონსომ „ბილბაოსთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს არის ესპანური ფეხბურთის კლასიკა. „ბილბაო“ საშინაო არენაზე ყოველთვის ეფექტურ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთელებს კი ორმაგი მოტივაცია აქვთ. დარწმუნებული ვარ, რთული შეხვედრა გველის, მაგრამ შევძლებთ გამარჯვებას.“

„გასვლით დაპირისპირებებში გვიჭირს, მაგრამ აუცილებლად შევცვლით სიტუაციას. გუნდს არაერთ ასპექტში აქვს მოსამატებელი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„ჯუდ ბელინგემი ყოველდღიურად ბევრს ვარჯიშობს და მაქსიმალურად ცდილობს, საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს. ზუსტად ვიცი, რომ ინგლისელი მოუმატებს და მარგი ქმედების კოეფიციენტს გაზრდის.“

„კროოსის პოზიცია? შესაძლოა ის ფიქრობს, რომ მის გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა, თუმცა უნდა დავაფასოთ გერმანელი ლეგენდის არნახული მანევრი, ხედვა, სტილი და პასი.  ტონის სახით მართლაც დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ მოცემულობა ეს არის.“

„გონსალო გარსია ბევრს არ თამაშობს, მაგრამ მას აქვს საკმაოდ კარგი ხარისხი და გოლის გატანის ალღო. ეჭვი არ მეპარება, ესპანელი უფრო კარგად ადაპტირდება.“

„ჩვენ გვაქვს საკმარისი ენერგია და შემართება. ვიცით, რომ არც ისე კარგ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ყველაფერი „სან მამესიდან“ უნდა შევცვალოთ.“

„ტრანსფერები? ნამდვილად არ შემიძლია ახლა ვისაუბრო ფეხბურთელებზე, რომლებიც წავლენ, ან მოვლენ. ახლა მხოლოდ ლა ლიგის მომდევნო ტურზე ვფიქრობ.“

„შარშანდელი სეზონი მბაპესთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო, მაგრამ წელს გაცილებით ეფექტურია. დარწმუნებული ვარ, ფრანგი კიდევ მოუმატებს და ყველა რეკორდს დაამხობს.“

„როდრიგო? ბრაზილიელის სიტუაცია საუკეთესო არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა სამხრეთ-ამერიკელის კლასს ყველა პატივს სცემს. ის მიიღებს სათამაშო დროს და იმედი მაქვს, გოლსაც მალე გაიტანს.“

„ჩემი თანამდებობა? ეს ყველაფერი ჭორებია. პერესს აღნიშნული რამ არასდროს უთქვამს. მე მაქვს სრული ნდობა.“

  • Madridista
  • 2 დეკემბერი 2025
  • 1 224
  • 9

1

Tuesday და 20:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 745

ვგონებ ხვალ ლიდერობას დავიბრუნებთ!


2

Tuesday და 20:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 989

IMEDIA DGES PRES ITAMASHEBEN CHOLOPUTEBI


3

Tuesday და 21:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 261
Tuesday და 20:47, RUSTAVSKI says:

IMEDIA DGES PRES ITAMASHEBEN CHOLOPUTEBI

იმედია მაგარი იმედი მაქ მაგ ავტუბუსების


4

Tuesday და 21:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 530
Tuesday და 21:03, Galactico says:
Tuesday და 20:47, RUSTAVSKI says:

IMEDIA DGES PRES ITAMASHEBEN CHOLOPUTEBI

იმედია მაგარი იმედი მაქ მაგ ავტუბუსების

2-2 დღეს მგონია უნდა გავლიდერდეთ და ამ მატჩიდან მოყოლებული უნდა დაიწყონ ფრენა გაფანტონ ჭორები  


5

Tuesday და 22:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 484

ეჰ რამხელა უპირატაესობით დაწყებული სეზონი, თან რა უაზრო თამაშებში ანიავეს ქულები. ვნახოთ აბა ლიგაზე რას იზამს. ჩაბის ბოლომდე გუნდში უნდა დაუდგეს გუნდი. ვისაც არ მოსწონს, წავიდეს


6

Tuesday და 23:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 320

შენში ნდობა მაშინ უნდა დაკარგულიყო პირველივე სერიოზული გამოცდა როცა ვერ ჩააბარე, გასპერინიმ უპირობოდ რომ გაგაფარჩაკა ევროპა ლიგის ფინალში, მაგრამ პერესმა და სხვებმაც იმხელა რეკლამა გაგიწიეს რომ უმრავლესობას დააჯერეს შენი უპირატესობა კარლოსთან მიმართებაში. 


7

Wednesday და 12:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ ალონსოს ბოლო თამაში იქნება სიტისთან დაპირისპირებაში არ მგონია ამ კაცს მეტი რომ აცადონ ვერ დაალაგა გუნდი 14 ტურია და ისევ ექსპერიმენტები კიდევ ვიმეორებ რეალს რესურსი აქვს მაგრსმ არ გვყავს მწვრთნელი რომელიც ამ გუნდის შესაძლებობეს იყენებდეს ელჩე რაიო და ჟირონასთან რო ქულები მაქსიმალურად აიღო ამის შესაფერისი ფეხბურძტელები ხომ გვყავს,ესეიგი ალონსო ათამაშებს ერთ ადგილს


8

Wednesday და 21:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 40

 ურყევია ხო??? გაფიცებ წააგე ბილბაოში და პირადად მოგილოცავ გადადგომას, მერე ვილაპარაკოდ ურყევია თუ არა.


9

Thursday და 09:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 702

თანამდებობა კი არა,შენ ხარ დიდი და ურყევი,გათლილი სლე...... ))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ფერან ტორესი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (39)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)