კროოსი:„ბერნაბეუს შემდეგ საუკეთესო სტადიონი სელტიკ პარკია“

ტონი კროოსმა ბერნაბეუზე განცდილი ემოციები გაიხსენა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე განცდილი ემოციები ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩა. ეს არის განსაკუთრებული არენა, დიდი ისტორიით და ტრადიციები.“

„საუკეთესო სტადიონი ბერნაბეუს შემდეგ? უდავოდ, „სელტიკ პარკი“, ამ არენაზე არანორმალური მხარდაჭერა იგრძნობა. ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს.“

„„რეალის“ თამაშებს ხშირად არ ვესწრები, თუმცა ამ სეზონში 3-ჯერ უკვე მოვახერხე სტადიონზე მისვლა.“

„ფანების ყურადღება? ეს ჩემთვის სიამოვნებით მომგვრელია.“


1

29 ნოემბერი 2025 00:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 830

ერთ-ერთი საუკეთესო მადრიდისტა,ფენომენალური მეპასე ფეხბურთელი,რომლის მსგავსი აღარავინაა ჯერჯერობით.ტონი შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ.


2

29 ნოემბერი 2025 02:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 970

კროოსისნაირ ფეხბურთელებს ძალიან ვაფასებ... ინტელექტი/ნიჭი მოედანზე და ასევე მის გარეთაც, პიროვნული დამოკიდებულება და საქმისადმი პროფესიონალიზმი, ნეგატივს რომ არ იწვევს მოწინააღმდეგისთვისაც კი. ჩემთვის ასეთები იყვნენ და არიან: პირველ რიგში ზიდანი, როგორც პიროვნება, ფეხბურთელი და მწვრთნელიც, ყველაფერი შეძლო და დასაფასებელია, ასევე გამოვყოფდი კიჭა რონალდუს/რაულს/მარსელოს/მოდრიჩს/კროოს/კასილასს, მხოლოდ რეალის ფეხბურთელებს როარ შევეხო ასეთები იყვნენ ჩემი აზრით ინიესტაც და რონალდინიო, ტიერი ანრი, ჟერარდი, ლამპარდი, პირლო, ტოტი, ასევე ბევრისგან დაუფასებელი კანტეც...(სიკეთე და პატივისცემა ყველგან უნდა ფასდებოდა ნ1-ად) და ბევრიც გამომჩება, მაგრამ 20/21 საუკუნის გაერთიანება, როგორც ინტელექტუალური მოთამაშე, პიროვნება და მწვრთნელი მაინც ზიდანს. სწორედ მან შემაყვარა ფეხბურთი, გინდა პერსონალურობაში ჩამომართვით, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრება ასეთია.

მესი/რონალდუ სხვა ფენომენია, მაგრამ აქ არ შემყავს გარკვეული მიზეზების და გამო -  ჩემთვის ორივე საუკეთესოები არიან, მაგრამ ის სითავხედე, ჩხუბი, კამათი და ა.შ ფონს არ უნდა გადიოდეს, ეგრე სერხიო რამოსზე მეტად შეიძლება რეალ მადრიდი არც უყვარდეს ვინმეს, ტიპი "კვერცხებანი" იყო და ყველას გადაუვლიდა რეალის გერბის გამო, მაგრამ, დღემდე მახსოვს და ვერ მომინელებია რეალ მადრიდის ფანს, როგორ გაარტყა პუიოლს ხელი... თანამოქალაქელს, გუნდელს, ძმაკაცს. არავის არ მოეწონება კვარამ და მიქაუტაძემ რომ იჩხუბონ, სწორედ ხანდახან დიდი და ხანდახან ელემენტარული პატარა დეტალებიც კი გამოჰყოფს ადამიანის თვისებებს/პოზიციას/ადგილს/დამოკიდებულებას...


სწორედ ამიტომ, ვინიც და იამალიც როგორ კლასსაც არ უნდა ფლობდნენ,  ვერ იქნება ჩემთვის კვარაზე უკეთესი, ის მახარებს რომ ჩვენი კვარა კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, კარგი პიროვნებაცაა და დასაფასებელია... 


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)