მბაპე:„მასთან ერთად თამაში საოცარ კომფორტს მიქმნის“
კილიან მბაპემ „ოლიმპიაკოსთან“ პოკერის შესრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„3 თამაში გამარჯვების გარეშე „რეალის“ დონის გუნდისთვის კატასტროფის ტოლფასია. ვიცოდით, რომ „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ აუცილებლად უნდა მოგვეგო და ასეც გავაკეთეთ. ახლა ყველა ბედნიერია და წინსვლა გრძელდება.“
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მარტივი არ არის, მითუმეტეს ათენში. პირველი წუთები ქაოსში გავატარეთ, ბურთს ხშირად ვკარგავდით და დავისაჯეთ, თუმცა შემდეგ ყველაფრის გამოსწორება შევძელით, რასაც გატანილი გოლები მოჰყვა.“
„მეორე ნახევარი დინამიური გამოდგა და ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. ფაქტია, რომ „რეალი“ უკეთესი იყო და გამარჯვება დაიმსახურა, ჩვენ უფრო მეტს ვუტევდით და არაერთ მომენტს ვქმნიდით.“
„გამიმართლა, რომ ასეთი დონის გუნდში ვთამაშობ და ასეთი თანაგუნდელები მყავს. არაერთ ეფექტურ პასს ვიღებ. ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერა, ვინაიდან პოკერის შესრულება შევძელი.“
„გასაუმჯობესებელი კომპონენტები ნამდვილად არსებობს, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ასევე უნდა დავინახოთ გარკვეული ასპექტები, სადაც მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ. შეცდომები უნდა გავააანალიზოთ, მაგრამ დადებით მხარესაც უნდა შევხედოთ და პოზიტიური განწყობა შევიქმნათ.“
„ვინისიუსი ყოველთვის ქმნის განსხვავებებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს არნახული პოტენციალი აქვს და შეტევას აძლიერებს. მართალია 4 გოლი გავიტანე, მაგრამ ბრაზილიელის ეფექტი ძალიან დიდი გახლდათ.“
„ბრაზილიელთან ერთად თამაში საოცარ კომფორტს მიქმნის, ის კრეატიული პარტნიორია.“
„ლა ლიგაში პირველ პოზიციას ვიკავებთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 ქულას ვფლობთ. ვფიქრობ, ყველაფერი რიგზეა.“
„ამ სეზონში უკვე 22 გოლი გავიტანე, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ძალიან ბევრჯერ ავიღებ მეტოქის კარს.“
- დღეს, 13:44
- 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




