ჩაბი ალონსო:„ეს ფეხბურთელი ნამდვილი სრულყოფილებაა“

„ოლიმპიაკოსის“ დამარცხების შემდეგ ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა.

„საკმაოდ დინამიური შეხვედრა იყო, სადაც ბევრი გოლი გავიდა. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ საკუთარ კარში 3 გოლის გაშვება არ არის სასიამოვნო.“

„კილიან მბაპეს საოცარი თამაში ჰქონდა, მან პოკერი შეასრულა, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ვინისიუს ჟუნიორის ძალიან მაღალ დონეზე გამოსვლა. ამ გამარჯვებაში ბრაზილიელმა უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„ჩვენ გვჭირდება სოლიდური ბლოკი, მეტი მოძრაობა, შეტევაში სწრაფი გადასვლა და მაქსიმალური სიზუსტე გარდამტეხ მომენტებში. გუნდი გაუმჯობესებას აგრძელებს, ეს გამარჯვება და 3 ქულა მნიშვნელოვანი იყო.“

„მბაპე სრულფასოვნებაა. ეს ფეხბურთელი საოცრებებს სჩადის და დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს ყველა რეკორდი ექნება დამყარებული.“

„სამწუხაროა, რომ ვინის გოლი არ ჩაითვალა, თუმცა როგორც აღვნიშნე, მან საოცრად ითამაშა.“

„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დაპირისპირების მოგება. ფეხბურთელებისთვის ეს დამატებითი მუხტი იქნება, მომდევნო დღეებს კი „ჟირონასთან“ მატჩისთვის მომზადებას დავუთმობთ.“


1

27 ნოემბერი 2025 11:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 765

კამავინგას ჰქონდა რაღაც განსხვავებული როლი და ეგ მომეწონა. კრეატივის შექმნა შეუძლია მაგ ბიჭს ჩუამენისგან განსხვავებით, ის ტიპიური ჩამშლელია და ეს არა.


2

27 ნოემბერი 2025 12:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 212

ვის მოვუგეთ?? დაბალი დონის გუნდს ოლიმპიაკოს კარგით რა რამის 4-4 გააგორეს. სრული კატასტროფაა გუნდში


3

27 ნოემბერი 2025 13:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203

ასე თუ ისე ამ დაცვით კიდე კარგად გამოვიდა მაგრამ ვერ გავიგე ისედაც დაცვაში პრობლემების ფონზე ცენტრალური მცველის შეცვლა და ბრახიმ დიასის შემოყვანა ცოტაც და ფრე დაფიქსირდებოდა დაცვაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ვითომ ყველაზე მეტად დაცვის ხაზი გავაძლიერეთ ტრანსფერებით მაგრამ უარესი მივიღეთ


4

27 ნოემბერი 2025 14:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 269

ოლუმპიაკოსი 3 ბურთს რომ გაგიტანს იქ დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია


5

27 ნოემბერი 2025 16:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33

თანაბრად გვეთამაშა ოლიმპიაკოსმა და ამით ხართ კმაყოფილები? :D სირცხვილია ძმაო გაგვიმართლა თორე 4-4 იყო ეს თამაში


6

27 ნოემბერი 2025 17:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 412

მაგრად უჭირს სასტავის დაყენება ალონსოს როგორც ჩანს, კარერასის ცენტრში დაყენებით ორი პოზიცია დავკარგეთ, ჯერ ერთი უთამაშებელი მენდს ვანდეთ ფლანგი და მეორე ფაქტიურად სტატუასავით იყო კარერასი ცენტრდი, ყველა ბურთი გაატარა. შე დალოცვილო დააყენე ისევ ჩუამენი ცენტრში, კარერასი თავის ფლანგზე და ჩუამენის ადგილზე გინდა სებალიოსი, გინდა ვალვერდე, გინდა კამავინგა გაამწესე. შეცვლებზე ხო არაფერს ვამბობ, რაღაც სასწაულებს აკეთებს, აშკარად ეტყობა მაგარ გაურკვევლობაშია. მოკლედ არ არის ეს კაცი რეალის დონე, დროა პერესმა ეხლავე დაიწყოს კლოპთან საუბარი. 


7

27 ნოემბერი 2025 19:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 830

რატომღაც მგონია,რომ პერესი ძალიან მალე გაგაგდებს გუნდიდან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)