კარერასი:„„რეალი“ ევროპაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს“
ალვარო კარერასმა „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ, თანაც კლუბში, რომელსაც ამ ტურნირზე ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. იმედიანად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ათენში 3 ქულის მოპოვებას მოვახერხებთ. აქ თამაში მარტივი არ არის, რასაც გამოცდილება აჩვენებს, თუმცა ჩვენ უნდა მოვიგოთ.“
„ვეტერანებს დიდი გამოცდილება აქვთ, რომელსაც თანაგუნდელებს უზიარებენ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია.“
„მთავარი მწვრთნელით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, მოთამაშეებს ერთიანობის აღქმა აქვთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „რეალის“ გასახდელში საუკეთესო სიტუაცია სუფევს.“
„იმედი მაქვს, ჩემი სათამაშო დრო მუდმივად სტაბილური იქნება, ეს ძალიან მეხმარება განვითარებაში. პირველ სეზონს ვატარებ და მივიჩნევ, რომ მომატების პერსპექტივა მაქვს.“
„ჩემი პოზიცია მარცხენა მცველია, მაგრამ როდესაც გუნდს დასჭირდება, ცენტრალურ მცველად ასპარეზობაც შემიძლია. ბავშვობაში ამ პოზიციაზე არაერთხელ მიცდია ბედია. ასევე არაერთხელ მითამაშია 5 მცველია სისტემაში, სადაც მარცხენა ცენტრალური მცველი გახლდით.“
„არცერთ გუნდს არ უყვარს, „რეალის“ წინააღმდეგ თამაში, რადგან ამ გუნდთან ყველას უჭირს. მერწმუნეთ, მადრიდული გრანდი ევროპაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.“
- დღეს, 13:33
- 212
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



