ვინისიუსმა საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა?

ესპანური გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორი „რეალიდან“ წასვლასთან ახლა იმდენად ახლოს არის, როგორც არასდროს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს ჩაბი ალონსოს ურთიერთობები ვერ დაულაგდა და ახალ კონტრაქტზეც უარი თქვა.

გავრცელებული ცნობით, ვინიმ ფლორენტინო პერესს და „რეალის“ გენერალურ დირექტორს აცნობა, რომ გაუმჯობესებული საკონტრაქტო პირობებიც ვერ იქონიებს გადამწყვეტ  როლს, ვინაიდან მთავარი მწვრთნელის მხრიდან ნდობა არ ჩანს.

ამ ყველაფრის პარალელურად გააქტიურებულია რამდენიმე მსურველი კლუბი.

არაოფიციალური ინფორმაციით, თუ ვინი ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, „რეალი“ მას ზაფხულში 100%-ით გაყიდის.


1

26 ნოემბერი 2025 16:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 276

სანამ ფასი აქვს ფული უნდა ავიღოთ


2

26 ნოემბერი 2025 17:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 441

ზაფხულში დავწერე რომ ჩაბი ალონსო დაშლიდა გუნდს, 6 თვე გავიდა და ვინმეს მოგწონთ რეალის თამაში? სამი მცველი უყიდეს და დაცვა მაინც ვერ დაალაგა, ელჩე რო 2 გოლს გაგიტანს და ბურთის ფლობა გექნება თანაბარი წარმოდგენაც არ მინდა რას გვიზავს არსენალი, 3:0 მონაგონი გვექნება. ვინი კი არა ალონსოა გასაშვები, კარლოს ხელში მონსტრი იყო ვინი, ეხლა იმის აჩრდილიც არ არის.


3

26 ნოემბერი 2025 20:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 25

ალონსომ რო გააჯვას ის ჯობს ვინის წასვლას


4

26 ნოემბერი 2025 22:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 47

არ ვიცი რა ხდება მაგრამ, ალონსოს მოშორება უნდათ ფეხბურთელებს, აქტიურად მიდის საუბარი ზიდანის დაბრუნებაზე (თუ ზიზუმ არ მოიკლა თავი და ისევ კლოპს არ დაუწყეს ხვეწნა) იქიდან გამომდინარე რომ, მერე ვეღარ მოიყვანენ ზიზუს საფრანგეთს თუ ჩაიბარებს,ამიტომ ყველაფერს აკეთებენ ზიზუს მოსაყვანად, ამ ყველაფრის თავი და თავი ვინისიუსია და მას აყვა მთელი გუნდი, რაც მნიშვნელოვანია, ლივერპულს სლოტის გაშვება აქვს გადაწყვეტილი და ელოდება ალონსოს რეალიდან გაშვებას, ტაკშტო ლივერპულს ჩაიბარებს ალონსო, არიყო ეს კაცი რეალის დონის მენეჯერი რა თავიდანვე ეტყობოდა. და საერთოდაც ფლორენტინო არ ელოდება არჩევნებს და 2026-ში დატოვებს თანამდებობას.


5

27 ნოემბერი 2025 00:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 869

გაუშვან ინგლისში 150 ლიმონად.ჩელსი უპრობლემოდ გადაიხდის მაგ ფულს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 21
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (25)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)