ალონსო:,,ბევრი შეცდომა დავუშვით"

ჩაბი ალონსომ „ელჩესთან“ ვერმოგებული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს ფეხბურთია, რომელიც მოულოდნელობებით არის სავსე. კარგი სერიის შემდეგ, ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოვიგეთ, რაც დასაფიქრებელია, მაგრამ ჩვენ წინ ვიყურებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.“

„წლის ბოლომდე ბევრი მატჩია დარჩენილი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ქულების დაგროვებას და მატჩების მოგებას. ზედიზედ 3 წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, გუნდს გაორმაგებული მოტივაციით მოუწევს მუშაობა.“

„ყველანი ერთ ნავში ვართ. გუნდი არ ნებდება და კონცენტრაციას ინარჩუნებს. მე ვფიქრობ, რომ პრობლემატური საკითხების გადაჭრა მარტივად არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, მოვუმატებთ და ყველაფერი დალაგდება.“

„შემადგენლობა? ვფიქრობდი, რომ გარკვეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო, ვინაიდან ნაკრებებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ენერგია აკლდათ.“

„ვცდილობდი, რომ ვერტიკალური ფეხბურთი გვეთამაშა. ფრან გარსიას წინ თამაშის საშუალება მივეცი, მას ამ პოზიცია გამოცდილება ადრეც ჰქონია. არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ შეცდომები დავუშვი.“

„სამწვრთნელო შტაბთან ერთად ყველაფერს ვაანალიზებ. დეტალურად გავარჩევთ „ელჩესთან“ შეხვედრასაც და ვეცდებით, რომ ყველაფერი შევცვალოთ.“

„სწრაფი თამაში, ტაქტიკური განსწავლულობა და მაქსიმალური ტემპი წარმატების საწინდარია.“

„ვინისიუსი?  ბრაზილიელი სკამზე დავსვი, რადგან ნაკრებიდან ძალიან დაღლილი დაბრუნდა, სხვა მიზეზი არ არსებობს.“


1

24 ნოემბერი 2025 16:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

ოეე შენ ბიძია წადი დაისვენე და ტელოევიზორიდან უყურე ფეხბურთს ეგეც ბევრია შენთვის ან ვინ მოგიყვანა რეალში შენ მახაჩკალას არ ჩაგაბარებდი


2

24 ნოემბერი 2025 17:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 591

აუ ალონსო რამდენი ჰაავეი სასტავი დაგაკუკამს ახლა:დდ მაგრამ გაუძლო უნდა :დდდ


3

24 ნოემბერი 2025 20:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 579
24 ნოემბერი 2025 17:22, profe says:

აუ ალონსო რამდენი ჰაავეი სასტავი დაგაკუკამს ახლა:დდ მაგრამ გაუძლო უნდა :დდდ

რათქმაუნდა და გაუძლებს კიდეც ეხლა უცებ კონტრაქტ გახანგზლივებულ ვინის ახალი ჭორები აუგორეს


4

25 ნოემბერი 2025 16:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 869

ყველაზე დიდი შეცდომა შენ ხარ ჩაბი.მოკალი რეალის ლაღი და შემტევი სტილის თამაში.შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებ ვითომ გუნდს და ფაქტია,რომ ინერციით მიდის გუნდი ჩაჯმულ სიტუაციაში.იმედია პერესი დროზე მოგისვრის გუნდიდან და ზიდანს მოიყვანს ისევ.წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანეთში ბარსელონას ჰეგემონია დაბრუნდება.


5

25 ნოემბერი 2025 18:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 327
25 ნოემბერი 2025 16:45, zizu2020 says:

ყველაზე დიდი შეცდომა შენ ხარ ჩაბი.მოკალი რეალის ლაღი და შემტევი სტილის თამაში.შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებ ვითომ გუნდს და ფაქტია,რომ ინერციით მიდის გუნდი ჩაჯმულ სიტუაციაში.იმედია პერესი დროზე მოგისვრის გუნდიდან და ზიდანს მოიყვანს ისევ.წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანეთში ბარსელონას ჰეგემონია დაბრუნდება.

შენ ისე ხარ ზიდანზე შეყვარებული რო მოვიდეს და სიტყვაზე ვერაფერი ქნას იტყვი ზიდანის რა ბრალია გუნდი ურევსო:დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 21
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (25)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)