ალონსო:„წინ სეზონის მნიშვნელოვანი ფაზაა“

ჩაბი ალონსომ „ელჩესთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ყველა შემთხვევაში რთულ მატჩს ველით, ვინაიდან „ელჩე“ ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდს საშინაო არენაზე მარტივად ვერავინ დაამარცხებს.“

„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, ენერგიით სავსე ფეხბურთელები მზად არიან, ახალი ფაზა დაიწყონ, რომელიც მოგებების სერიას დააფიქსირებს.“

„სეზონში ყოველთვის არის როგორც აღმავლობა, ასევე დაღმავლობა. მთავარია პროგრესზე ვიზრუნოთ და შეცდომები დავინახოთ. შემადგენლობა მზად არის, სირთულეების დასაძლევად.“

„ფიზიკური მოცემები უმჯობესდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. მთავარი ის არის, რომ სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის „ბლანკოსი“ ფორმაში იყოს და რაც შეიძლება ნაკლები ტრავმირებული მოთამაშე გვყავდეს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ძალები დავაბალანსო და შანსი ყველას მივცე.“

„ყველა გასვლითი შეხვედრა დამატებითი გამოწვევაა, რადგან „რეალთან“ თამაში მოტივაციას აორმაგებს.“

„ტრენტმა გასული დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ უკეთეს ფორმაში შესულიყო. ვფიქრობ, ინგლისელი მზად არის, გამოწვევების მისაღებად.“

„გოლების არგაშვება არამხოლოდ მეკარის და დაცვის, არამედ მთელი გუნდის სწორი თამაშის შედეგია. იგივეს თქმა შემიძლია გოლების გატანაზეც. ამ შემთხვევაში მთავარი როლი შესაძლოა მბაპემ შეასრულოს, მაგრამ მომენტებს გუნდის მობილურობა ქმნის.“

„კურტუა ძალიან საიმედო კიპერია, მისი სახით გუნდს უდავო ლიდერი ჰყავს. ბელგიელი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.“

„რუდიგერი ფაქტობრივად 100%-ით მზად არის, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე სჭირდება, სწორედ ამიტომ, „ელჩესთან“ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. „ოლიმპიაკოსის“ წინ მისი მდგომარეობა შეფასდება.“

„იმისთვის, რომ „რეალში“ წარმატებას მიაღწიო, გონებრივი და მენტალური სიძლიერე გმართებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ.“

„ვინც ნაკრებში დიდი დატვირთვა მიიღო, შედარებით დაღლილია, თუმცა მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცი, რამაც ხელშესახები შედეგები გამოიღო.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (166)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)