პირესი:„როდრიგო გოეშმა „არსენალში“ უნდა ითამაშოს“

რობერ პირესმა როდრიგო გოეშს „არსენალში“ გადასვლა ურჩია და განაცხადა, რომ მისი ტრანსფერი არტეტას გუნდს ძალიან გააძლიერებს.

„„არსენალის“ რესურსის ზრდა თვალშისაცემია, მაგრამ ამ გუნდს კიდევ სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც გამარჯვებულის მანტალიტეტი აქვთ.“

„ინტერესი როდრიგოს მიმართ? ვფიქრობ, ეს სრულიად ბუნებრივია და „მეთოფეებმა“ „რეალთან“ მოლაპარაკებები წარმატებით უნდა დაასრულონ.“

„როდრიგო გოეშის ამჟამინდელი მდგომარეობა მადრიდის „რეალში“ შეიძლება შეფასდეს როგორც პარადოქსული. ის არის მოთამაშე, რომელსაც აქვს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გმირული „ქამბექის“ გამოცდილება, მაგრამ ის მაინც ვერ გახდა გუნდის უპირობო, განუყოფელი სტარტერი. იგი რჩება „რეალის“ სამომავლო გეგმების უმნიშვნელოვანეს ნაწილი მაგრამ ხშირად რჩება სკამზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდს ტაქტიკური ბალანსის პოვნა უწევს. ამ გაურკვევლობამ, როდრიგო უფრო მოქნილი გახადა, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლებლობა არ მისცა, რომ საბოლოოდ დამკვიდრდეს ერთ კონკრეტულ, მისთვის იდეალურ პოზიციაზე.“

„როდრიგოს საუკეთესო თვისებები ვლინდება მაშინ, როდესაც ის მარცხენა ფლანგზე, ბურთთან ერთად ვინგერის როლს ასრულებს. იქ მისი დრიბლინგი, შიგნით შესვლის უნარი და მოულოდნელი დარტყმა ყველაზე ეფექტურია. თუმცა, მარჯვენა ფლანგზე ან 9-იანის პოზიციაზე თამაში  ძლიერ მხარეებს ასუსტებს. მარჯვნივ, ის ხშირად იძულებულია იყოს გამწევი ვინგერი, რაც მის შეზღუდულ ფიზიკურ ძალასა და პოზიციურ სირთულეებს ააშკარავებს, ხოლო ცენტრში მას აკლია ტიპური ცენტრფორვარდის წონა და ძალა, რათა ეფექტურად ებრძოლოს მცველებს.“

„ყოველივე ზემოაღნიშნულმა კომპრომისებმა სამხრეთ-ამერიკელ შემტევს ხელი შეუშალა სრული პოტენციალის გამოვლენას, რაც ძალიან სამწუხაროა.“

„ბოლო პერიოდში გააქტიურებული ჭორები ლონდონის „არსენალის“ ინტერესის შესახებ, სრულიად ლოგიკური ჩანს. „მეთოფეების“ შემტევ სტილში, სადაც მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელები ფასობენ, როდრიგოს შესაძლებლობები იდეალურად ჩაჯდება. მიკელ არტეტას შეუძლია მას მისცეს მუდმივი სათამაშო დრო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოზიციური სტაბილურობა მარცხენა ფლანგზე, რითაც ის „რეალში“ ვერ სარგებლობს. ტრანსფერი როდრიგოს საშუალებას მისცემს, გახდეს გუნდის უპირობო ლიდერი და ვარსკვლავი, რაც მის კარიერას ახალ საფეხურზე აიყვანს.“

„ვფიქრობ, ახლანდელი პერიოდი გოეშისთვის გადამწყვეტია. ის ერთგვარ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევს სტაბილურ და ვარსკვლავურ კარიერასა და სათადარიგო სკამის ფეხბურთელის სტატუსს შორის.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (164)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)