ენდრიკის წასვლაზე რობერტო კარლოსმა ბევრი იმუშავა
რობერტო კარლოსი ენდრიკ ფელიპეს უფროსი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია.
ბრაზილიაში ფელიპეს უთამაშებლობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება აქვთ, ამ ადამიანთა რიგებს კი რობერტოც მიეკუთვნება.
არსებული ცნობით, თავად კარლოსმა დაარწმუნა, როგორც ფლორენტინო პერესი, ასევე „ლიონი“, რომ ენდრიკის საიჯარო ტრანსფერი შემდგარიყო.
კარლოსს ეჭვი არ ეპარება, რომ ენდრიკი საფრანგეთის ჩემპიონატში დამატებით უნარებს შეიძენს და „მერენგების“ რიგებს გაცილებით ძლიერი დაუბრუნდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, „რეალისა“ და „ლიონის“ შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ „ლიონი“ ენდრიკს მატჩებშიც 50%-ზე მეტში არ ათამაშებს, ჯარიმის გადახდა მოუწევს.
- დღეს, 11:29
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




