მარტინესი მთავარ გუნდში გადასვლას მოითხოვს
რამდენიმე კვირის წინ ალვარო არბელოამ ესპანურ გამოცემებზე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ხოან მარტინესს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ „რეალის“ მთავარ გუნდში მოხვდეს.
როგორც ჩანს ამ განცხადებამ ესპანელი ფეხბურთელი გააღიზიანა და წასვლაზე ფიქრი დაიწყო.
საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა „სერხიო რამოსს“ არაერთი ინგლისური კლუბი ეპატიჟება, რომელიც მზად არის, სათანადო სათამაშო დროს მისცეს.
მარტინესი მთავარ გუნდში გადასვლას ითხოვს და ღიად აფიქსირებს, რომ კონკურენციის დაძლევა შეუძლია, ხოლო თუ „ბლანკოსს“ ამის მზაობა არ აქვს, წასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება.
ხოანის აზრით, მისთვის კასტილიაში დარჩენა კარიერული თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
„მარკას“ ცნობით, ახლა ჯერი ჩაბი ალონსოზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა დაცვის ცენტრის მარტინესით გაძლიერება.
- გუშინ, 11:25
- 235
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



