ხვალ „რეალის“ გენერალური ასამბლეა შედგება!
23 ნოემბერი მოახლოვდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მადრიდის „რეალის“ გენერალური ასამბლეა გაიმართება.
დიდ შეკრებაზე არაერთ საკითხს განიხილავენ, მათ შორის იქნება კლუბის სტრუქტურის ცვლილება და აქციონერთა სიის გაფართოება, რაც პირველ რიგში ფინანსური რესურსების ზრდას და მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას ემსახურება.
პირველი შეკრება 12:00 საათზეა ჩანიშნული, მეორე კი 13:00 საათზე.
ფლორენტინო პერესი როგორც ფიზიკურად დამსწრე, ასევე ონლაინ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
დეტალურად განიხილება შემოსავლებისა და ხარჯების კონსოლიდირებული ბიუჯეტის და 2025/2026 ფინანსური წლის სამოქმედო გეგმა.
- გუშინ, 11:25
- 54
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



