„რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ზედიზედ მე-9 წელია ლიდერია!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი - Realmadrid.Com უკვე ზედიზედ 9 წელია ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის გვერდია.
„ბლანკოსის“ ოფიციალურ გვერდს თვეში საშუალოდ 8.2 მილიონი გულშემატკივარი სტუმრობს, ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, რომ სოციალური ქსელები წლიდან წლამდე პოპულარული ხდება, რაც საიტების მიმართ ნაკლებ ინტერესს აჩენს.
ასევე აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ზრდა 16%-ს შეადგენს, რაც თავისთავად თვალშისაცემი შედეგია.
გვერდი ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პორტუგალიურ, იაპონურ, ჩინურ და არაბულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
- დღეს, 10:45
- 27
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



