მასტანტუონო:„მსურს, ვინისავით მწვავე ვიყო“

ფრანკო მასტანტუონომ სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარ ჯანმრთელობაზე, არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„საზარდულის ტკივილი მაწუხებს, ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება, სწორედ ამიტომ, კლუბმა მთხოვა, რომ სრულფასოვანი რეაბილიტაცია გავიარო. მე მაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც ვანხორციელებ და ვიცი, რომ ეს წარმატებას მოიტანს.“

„ვცდილობ, სასიამოვნოდ მივიღო პასუხისმგებლობა, რომელიც დაკისრებული მაქვს. აქ ყოფნა დიდი მოტივაციაა, ფსიქოლოგიურ ზეწოლას კი ყურადღებას არ ვაქცევ, ეს ჩემი ოცნების კლუბია.“

„„რივერ პლეიტი“ არგენტინაში საუკეთესოა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. გუნდის ბოლო მატჩი წარმატებული არ იყო, თუმცა მე „რივერის“ დიდი გულშემატკივარი ვარ და ვიცი, რომ საკუთარ დონეს დაუბრუნდება.“

„ჯუდ ბელინგემი ფანტასტიკური მოთამაშეა, მას აქვს განსაკუთრებული უნარები და თავდამსხმელებს ეფექტურობაში ეხმარება.“

„მესი? არაერთხელ მითქვამს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემთვის მასზე მაღლა არავინ დგას. არაფერშუაშია „რეალი“ და „ბარსელონა“, მე მაქვს ლეოს პერსონალური პატივისცემა.“

„ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი, მუსიკოსი ვიქნებოდი, ეს ჩემი გატაცებაა და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

„ვინისიუსი მარცხენა ფლანგიდან საოცარ სისწრაფეებს ანვითარებს, მსურს, რომ მასსავით ეფექტური ვიყო.“

„რომელ ფეხბურთელს შევადარებდი მესის? როგორც გითხარით, ის შეუდარებელია.“


1

19 ნოემბერი 2025 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 16

ბრავო, ძალიან მამაცი ბიჭია, შეიძლება მის ამ განცხადებას მესისთან დაკავშირებით ცუდი რეაგირება მოყვეს როგორც ფანების მხრიდან ისე ხელმძღვანელობის, მაგრამ საქმე იმაშია რომ პროფესიონალი ფეხბურთელები მტკიცე და ურყევი ხასიათით ხდებიან პროფესიონალები, თავიანთი პრინციპების ერთგულებით და ასე შემდეგ, რამდენ ფეხბურთელს მოვიყვან მაგალითად რომ დზრეს ერთს იძახის ხვალ მეორეს იმის შიშით რო შევიწრივების მსხვერპლი არ გახდეს და ეს პირდაპირ იძხის ყველაფერს ბრავო და წარმატებები მასტანტუონოს, რეალისტი, რეალური, ნამდვილი. უაღრესად ნიჭიერი და მართალი კაცი 


2

20 ნოემბერი 2025 16:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 259

ეს ბავშვი არგენტინელია და რას ერჩით? მესიმ მთელი არგენტინა გააერთიანა მე-3 მუნდიალით და ეხლა ვიღაც არგენტინელმა ლაწირაკმა, რო განაცხადოს მესი არ მომწონსო მაგას არგენტინის ნაკრებში კი არა, საერთოდ არგენტინაში არ ჩაუშვებენ ისევე როგორც რონალდუს მაგინებელ პორტუგალიელს პორტუგალიაში.  მოსწონს თუ არა მესი ნამდვილად არავინ იცის, აჯობებს თუ არა მესის არც ეს, ასე რომ დაიკიდეთ რა, საერთოდ რა ეთიკაა და ვინ არის ის ჟურნალისტი ვინც დამწყებ არგენტინელ ფეხბურთელს მესის შესახებ ეკითხება, ალბათ პროვოკატორი.


3

21 ნოემბერი 2025 18:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 830

შენ თუ ვინის შეადარე თავი,საღოლ შენ......

მაგასავით გათლილი სირი გახდები და მალე მოგიწევს მადრიდიდან აბარგება.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)