ჩუამენი:„ჩაბი ალონსომ ჩემში გარდატეხა მოახდინა“

ორელიან ჩუამენიმ ჟურნალისტებთან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა.

„მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალში“ მოვედი, ყველაფერი მოვიგე, მაგრამ ზუსტად ისეთი მშიერი ვარ, როგორც 2022 წელს. მე მადრიდის „რეალის“ ღირსებას ვიცავ, ეს არის კლუბი, რომელიც ყოველ წელს ყველა ტიტულზე  ფიქრობს.“

„ჩემი როლი? არასდროს მითქვამს, რომ ნახევარდაცვის გარდა სადმე თამაში მსურს, ეს ჩემი პოზიციაა.“

„ჩაბი ალონსომ ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მისი როლი ძალიან დიდია. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური 6-იანზე ვარ და ეს ბასკმა სპეციალისტმა კარგად იცის.“

„ალონსოსთან კონტაქტი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მან ჩემში გარდატეხა მოახდინა და ფსიქოლოგიურად ძალიან გამაძლიერა.“

„პოზიცინირება, ბურთის ფლობა, თავისუფალი სივრცის მოძიება და ვერტიკალური გადანაწილება ალონსოს ამოსავალი წერტილია, ის ნახევარმცველებს უდიდეს ყურადღებას აქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ფეხბურთელობის დროს ამ პოზიციაზე თამაშობდა და იცის, ამხელა მნიშვნელობა აქვს შუა რგოლს.“

„სტვენა ბერნაბეუზე? ეს მართლაც არასასიამოვნო იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სტვენა ლუკას ვასკესის მიმართაც გაისმა, დავმშვიდდი და მივხვდი, რომ ამაზე ყურადღების მიქცევა არ ღირდა, ეს უბრალოდ გაღიზიანებული ქომაგების რეაქცია იყო, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ, ვინაიდან შარშან ძალიან ცუდი მატჩები გვქონდა.“

„ამ სეზონში გულშემატკივართა დიდი არმიის პატივისცემას ვგრძნობ და ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.“

„საფრანგეთის ნაკრებს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს. მიხარია, რომ „რეალში“ თანამემამულეებიც თამაშობენ.“

„მბაპეს ფაქტორი? როდესაც წინ კილიანი დგას, მეტი იმედი გეძლევა, ვინაიდან მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.“

„კარლო ანჩელოტისგან ბევრი ვისწავლე, მასთან ერთად წლების განმავლობაში ვმუშაობდი. იტალიელ სპეციალისტს ფეხბურთელებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი აქვს.“

„ზუსტად ვიცი, რომ ამ სეზონში გუნდს სერიოზული წარმატებები ექნება. ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ და სწორედ იმ შედეგებს მივაღწევთ, რაც ყველა მადრიდისტასთვის სასიამოვნო იქნება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (131)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)