არბელოა:„მარტინესს გრძელი გზის გავლა მოუწევს, მაგრამ ის საოცრად პერსპექტიულია“
ალვარო არბელოამ ხოან მარტინესზე ისაუბრა.
„ხოან მარტინესი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა მას სჭირდება მეტი დრო და დიდი გზის გავლა იმისთვის, რომ მთავარი გუნდის სტანდარტები დააკმაყოფილოს.“
„„რეალის“ დაცვის ცენტრში დიდი კონკურენციაა, თუმცა მარტინესი ყველაფერს შეძლებს.“
„თავმდაბლობა და ძალიან დიდი შრომა აუცილებელია იმისთვის, რომ უმაღლესი დონე აჩვენო, ხოანი კი ამისთვის მზად არის.“
„ის, რასაც ესპანელი ახლა აკეთებს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთავარ გუნდში მოხვდეს. მან უნდა გააცნობიეროს, რა დონის ფეხბურთის თამაშია საჭირო მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოსახვედრად.“
„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და გვჯერა უკანახაზელის წარმატების, თუმცა მთავარ გუნდში მოხვედრა ამ ეტაპზე დროის საკითხია.“
- დღეს, 11:57
- 89
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



