მასტანტუონოს სერიოზული გამოწვევები აქვს
ფრანკო მასტანტუონოს აღდგენითი პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ არავინ იცის, როდის შეძლებს არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე გასვლას.
ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთის მასაა, რომელიც უნდა გაძლიერდეს.
მედიკოსთა გარკვეული ჯგუფი სამხრეთ-ამერიკელს ოპერაციას ურჩევს, თუმცა მეორე ჯგუფი მიიჩნევს, რომ კუნთის მასის ზრდის გარეშე, სასურველი შედეგი ვერ დადგება.
ამ ეტაპზე მასტანტუონოს მოედანზე გასვლა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ჩაბი ალონსო მასზე გათვლას არ აკეთებს.
დარტყმით ტალღოვანი თერაპია და მუცლის ვარჯიშები სპეციალურად ფრანკოსთვის არის შექმნილი, ფეხბურთელი კი ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ატარებს სატრენაჟორო დარბაზში.
დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ არსებობს, ვინაიდან ეს ყველაფერი ფებბურთელის ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული.
- დღეს, 11:57
- 121
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




