ანჩელოტი:„„რეალში“ ამ ფეხბურთელებზე დედამიწაზე ვერავინ შეცვლის“

კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მადრიდის „რეალზე“ საკმაოდ ბევრი ისაუბრა.

„ეს კლუბი სულ სხვა განზომილებაა. ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები, „რეალი“ ჩემს გულშია და მსურს, რომ რაც შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოს.“

„ჩაბი ჭკვიანი მწვრთნელია, მკაფიო იდეებით, მიდგომებით და მომავლის ხედვით. ის ჩემი ფეხბურთელი იყო და ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, რომ მისი სახით თანამედროვე ფეხბურთს უდიდესი სპეციალისტი შეემატებოდა. ესპანელს დიდ წარმატებას ვუსურვებ, ის ძალიან მონდომებულია და გამარჯვებას იმსახურებს.“

„ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით, იასპარეზებს თუ არა ენდრიკ ფელიპე მსოფლიო ჩემპიონატზე. მასში დიდი პოტენციალი დევს, დანარჩენს კი მომდევნო თვეები გვაჩვენებს.“

„არ ვიცი, შეიცვლის თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბს, ეს ახლა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის.“

„ფელიპე ძალიან ახალგაზრდაა, თუ 2026 წლის მუნდიალზე ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება, წინ არის 2030, 2034 და 2038 წლის მუნდიალები, მას თავისუფლად შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა.“

„კროოსი და მოდრიჩი? დედამიწაზე არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც იმ ფუნქციას 100%-ით შეასრულებს, რასაც ეს ორი ადამიანი ასრულებდა. „რეალმა“ უნდა დაიმატოს მათი მსგავსი მოთამაშეები, რომლებიც ახლოს იქნებიან ასეთ საშემსრულებლო ოსტატობასთან. არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ დღეს ფეხბურთს კროოსის და ლუკას დონის ნახევარმცველი არ ჰყავს.“

„კრიშტიანო? ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვმუშაობდი. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიელი 1 000 გოლს მიაღწევს და კარიერას მხოლოდ ამის შემდეგ დაასრულებს.“

„არდა გიულერს დიდი მომავალი აქვს, პირველი წელი მისთვის რთული იყო, რასაც პირველ რიგში ტრავმები განაპირობებდა. მივიჩნევ, რომ ის კიდევ მოუმატებს და გაიბრწყინებს.“

„ბელინგემის სახით  „რეალს“ მარგალიტი ჰყავს. ის ტოპ კლასის ნახევარმცველია.“

„მიდგომა არასდროს შემიცვლია. ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ნახევარდაცვას წარმატებაში გარდამტეხი ეფექტი აქვს.“

„ეგოებთან ბრძოლა? მე ვწვრთნიდი გუნდს, სადაც ერთად თამაშობდნენ რონალდუ, ბეილი, ბენზემა, მარსელო, რამოსი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი და სხვები, თუმცა ამ მხრივ არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია. როდესაც რესურსი გაქვს, გამოყენება უნდა იცოდე.“

„როდრიგოს პრობლემები? მას გასულ სეზონში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაძლია. გოეშის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა სისულელეა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.“


1

13 ნოემბერი 2025 22:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705

აქ ვიღაცები წერენ ხოლმე ჰოლანდი რად გვინდაო

კაცი 25 წლისაა და 50+ გოლი ლიგაზე 50+ გოლი ნაკრებში (თან ნორვეგიაში) პრემიერლიგის რეკორდსმენი ბომბარდირია


2

13 ნოემბერი 2025 22:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 096

MEC MAGAS VIZAXI KARLO MAT ASLEBS RO EZEBEN DA TAN BABUS UPASOD UNDA


3

13 ნოემბერი 2025 22:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 182
13 ნოემბერი 2025 22:35, KingLeo10m says:

აქ ვიღაცები წერენ ხოლმე ჰოლანდი რად გვინდაო

კაცი 25 წლისაა და 50+ გოლი ლიგაზე 50+ გოლი ნაკრებში (თან ნორვეგიაში) პრემიერლიგის რეკორდსმენი ბომბარდირია

ანუ რეალში ან უნდა იყოს ჰოლანდი და ან იყოს მბაპეს, ერთად ამ მდგომარეობით წარმოუდგენელია მაგათი ერთად ყოფნა, მაგრამ როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, მგონი ვინი სიტიში ჯობს და დამანგრეველი იქნება სიტი საერთოდ


4

13 ნოემბერი 2025 23:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705
13 ნოემბერი 2025 22:45, Judjud says:
13 ნოემბერი 2025 22:35, KingLeo10m says:

აქ ვიღაცები წერენ ხოლმე ჰოლანდი რად გვინდაო

კაცი 25 წლისაა და 50+ გოლი ლიგაზე 50+ გოლი ნაკრებში (თან ნორვეგიაში) პრემიერლიგის რეკორდსმენი ბომბარდირია

ანუ რეალში ან უნდა იყოს ჰოლანდი და ან იყოს მბაპეს, ერთად ამ მდგომარეობით წარმოუდგენელია მაგათი ერთად ყოფნა, მაგრამ როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, მგონი ვინი სიტიში ჯობს და დამანგრეველი იქნება სიტი საერთოდ

მბაპე ფლანგზე რომ გადავიდეს ვითომ რატომ ვერ ითამაშებენ

ორივე იმ დონისაა რომ ნებისმიერ ვითარებაში გაიტანენ თავისას


5

14 ნოემბერი 2025 02:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 851

ინგლისი ისტორიულ მიღწევასთან ძალიან ახლოსაა. შესარჩევში ყველ თამაშის მოგება და არც ერთი გოლის გაშვება. ერთი თამაშიც და ეგაა. თუმცა გამოვლენ მერე მსოფლიოზე და სლოვენიასთან ან სლოვაკეთთან გამოვარდებიან.პენლებში :) 


6

15 ნოემბერი 2025 01:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 535
13 ნოემბერი 2025 22:45, Judjud says:
ანუ რეალში ან უნდა იყოს ჰოლანდი და ან იყოს მბაპეს, ერთად ამ მდგომარეობით წარმოუდგენელია მაგათი ერთად ყოფნა, მაგრამ როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, მგონი ვინი სიტიში ჯობს და დამანგრეველი იქნება სიტი საერთოდ

ვინის პანიკებს აიტანს გვარდიოლა? გაახეხინებს სკამს ნახევარი სეზონი. თან სიტის დოკუ ჰყავს და რავიცი თუ უყურებთ ბოლო დროს ეგ ბიჭი სერიოზული ვინგერია, ვიწრო სივრცეში ძალიან მაგრად მოძრაობს, დახატავდა რეალს


7

15 ნოემბერი 2025 21:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203

ჰოლანდი მბაპე და ვინი ვერ გეტყვი რომელი უნდა წავიდეს ალბათ ვინი მერე ეს ორი მოსტრი როგორ გაიყოფენ ბომბარდირობას იქნება სულ უკმაყოფილება ამ ორ ვარსკვლავს შორის და მაინც ჰოლანფი თუ გადმოვს მან უნდა იცოდეს სად მოდის ანუ მაინც მბაპე დარჩება ნომერ 1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)