კროოსი:„არდა გიულერი არ არის ჩემი სტილის მოთამაშე“
ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„მე ვფიქრობ, რომ „რეალს“ აქვს საკმაოდ კარგი პერსპექტივა და ჩაბი ალონსოს მუშაობა უნდა აცადონ.“
„არდა გიულერის გაზრდილი სათამაშო დრო თავისთავად მნიშვნელოვანია. თურქს სჭირდებოდა მეტი თვითრწმენა და პრაქტიკა. ჩაბიმ მას შანსი მისცა, რომელიც არდამ კარგად გამოიყენა, თანაც მას უკვე კარგი გამოცდილება აქვს.“
„გიულერმა იცის მადრიდში ცხოვრება, მისთვის ახალი გარემო უკვე აღარ არის.“
„არდა არ არის ჩემი სტილის მოთამაშე, ის შემტევი ნახევარმცველია, თუმცა ბურთის ფლობის მხრივ საოცარი თვისებები აქვს და მჯერა, რომ კიდევ უფრო მოუმატებს.“
„სამეფო კლუბში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს, ამ გუნდს აქვს შესაბამისი პერსპექტივა. სწორი ტაქტიკური მოწყობის შემთხვევაში, „ბლანკოსი“ კვლავ შეუჩერებელი იქნება.“
„ლა ლიგის ფავორიტი? ამ ეტაპზე საუბარი რთულია, თუმცა „რეალი“ „ბარსელონაზე“ წინ არის და ვფიქრობ, გამარჯვება შეუძლია.“
- დღეს, 10:31
- 95
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




