ფედე ვალვერდემ „რეალში“ ისტორიული რეკორდი დაამხო!

ფედერიკო ვალვერდესთვის „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირება ისტორიული გამოდგა. სამხრეთ-ამერიკელი მოთამაშე ისტორიაში შევიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის ვიცე-კაპიტანმა „მერენგების“ რიგებში 338-ე დაპირისპირება გამართა და გააუმჯობესა ლეგენდარული სანტამარიას მაჩვენებელი, რომელიც 337 მატჩით იწონებდა თავს.

ხოსე ემილიო სანტამარია „რეალის“ ისტორიის ყველაზე სტაჟიანი ურუგვაელი იყო, ახლა კი ეს სტატუსი ფედერიკომ გადაიბარა.

338 დაპირისპირების განმავლობაში ვალვერდეს ანგარიშზე 14 ტიტულია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის თასები.

ვალვერდემ ამ ხნის განმავლობაში 32 გოლის გატანა შეძლო და სამეფო კლუბის შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.

მცირე ინფორმაციას სანტამარიას შესახებ:

ურუგვაელი მოთამაშე „ბლანკოსის“ სადარაჯოზე 9 სეზონის განმავლობაში იდგა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 337 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 4 ევროპული თასი. ურუგვაელი „მერენგებს“ 1957 წელს შეუერთდა და ისეთ მეგა ვარსკვლავებთან ერთად ითამაშა, როგორებიც ხენტო, ალფრედო დი სტეფანო, პუშკაში და სხვები არიან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (99)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)