ალონსო:„ვფიქრობ, ვინისიუსზე ამის თქმა უკვე სასაცილოა“

ჩაბი ალონსომ „რაიო ვალეკანოსთან“ ვერმოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს იყო მატჩი, რომელიც მოითხოვდა უფრო მეტ კრეატივს. გვქონდა არაერთი მომენტი, მაგრამ მოსაგებად მეტი იყო საჭირო. ძალიან დასანანია ქულების დაკარგვა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, წინ უნდა ვიყუროთ და სანაკრებო პაუზის შემდეგ მოგებები გავაგრძელოთ.“

„ჩვენ არ გვქონია ემოციური აღმავლობა და დაცემა. მე ვფიქრობ, რომ „ბარსელონასთან„ გამარჯვებას ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა. არანაირი მოდუნება, გუნდი კონცენტრირებულია.“

„ჯერ ნოემბერია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ზუსტად ვიცი, რომ გუნდის ფორმის პიკზე გავა და საოცარი ხარისხის ფეხბურთს ითამაშებს.“

„ყველა დუელს ვერ ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვაქვს უპირატესობა.  მე ვფიქრობ, რომ ინტენსიური თამაში, ენერგიის ხარჯვა და პრესინგი, ყოველთვის მოიტანს წარმატებას.“

„კრიზისზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ახლა გვაქვს დრო იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ და ყველაფერი გავარჩიოთ. სანაკრებო პაუზის შემდეგ იწყება ინტენსიური კალენდარი, ფეხბურთელები ნაკრებებში აღარ წავლენ, დეკემბერი კი საკმაოდ მომთხოვნი იქნება.“

„ნუ დაგვავიწყდება, რომ მალე ასპარეზზე „ლა კოპა“ შემოვა, შემდეგ კი ესპანეთის სუპერთასი.“

„ვალვერდეს დაზიანების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. მას ტრავმა არ გართულებია, ახლა სხვა სახის დაზიანება დაფიქსირდა. სამედიცინო შემოწმება ბევრ რამეს გახდის ნათელს.“

„მბაპეს ვუთხარი, რომ „რაიო ვალეკანოსთან“ სიღრმიდან ეთამაშა, ვინაიდან მეტოქე საკმაოდ ზემოთ იყო ამოწეული და ბევრს მოძრაობდა.“

„დაპირისპირება ვინისიუსთან? ვფიქრობ, ამაზე საუბარი სასაცილოა. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ბრაზილიელი ძალიან კარგად ვარჯიშობს, ძველი ინციდენტი კი ისტორიას დარჩა.“


1

Monday და 16:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 703

მეც მეგონა რომ კლასიკოს მოგება უფრო დიდ მუხტს მისცემდა გუნდს, მაგრამ პირიქიდ მოხდა, უკან უკან წავედით. ჯერ ლივეპულთან უსახური თამაში და მერე რაიოსთან ლივერპულზე უარესი თამაში. ორივე თამაშში შეტევა იყო 0, არც ვინისიუს და არც მბაპეს არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაინც არ შეუცვლია არც ერთი. არ ვიცი ერიდება თუ ეშინია მაგათი შეცვლა, მაგრამ შეიძლება კარგად წაგვდგომოდა მაგათი შეცვლა. ცვლილებაზე ვინც გამოვიდოდა უფრო მოტივირებული იქნებოდა და შეიძლება რამეც ექნა. აშკარადაა ავტორიტეტის პრობლემა, ვიღაცეებს რაღაცეებს ვერ უბედავს და ეს ყველაფერი გუნდს ღუპავს


2

Monday და 21:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 288

ვინისიუსის პანიკებმა იმოქმედა როგორც ჩანს ალონსოზე და ასე თუ გაგრძელდა არ იქნება გუნდისთვის კარგი.ბარსელონაც და რეალიც უნდა იყვნენ ხოდზე მეტი ემოცია და სანახაობა ჯობს ვისაც ფეხბურთი გვიყვარს

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

3

Monday და 23:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 467

გარსია აუცილებლად სასტარტოში ერთი ორი თამაში. სიამოვნებით ვნახავდი ენდრიკი გარსიას ერთად კოპაზე, საინტერესოა რა შეუძლიათ ახალგაზრდებს. აქვს დრო ალონსოს ექსპერიმენტების ჩასატარებლად, არავინ სთხოვს პირველივე სეზონში 6 თასის მოგებას. მთავარია კოლექტივი ჩამოაყალიბოს ისე რომ ამ ზაფხულს მოსაყვანები მოიყვანონ და გასაშვებები გაუშვან. საერთოდ აღარ ვარგა როდრიგო, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე. ვინისიუსი ისევ ის უტვინო ვირია, უბრალოდ ადრე ძვრებოდა 4-5 კაცში და ახლა რამდენ დრიბლინგზეც მიდის იმის 10% როცა გამოგდის, ესეიგი სხვა რამე უნდა სცადო. ჩაწოდება 0, დარტყმა 0, პასი არარსებული. მოკლედ საფიქრი აქვს ალონსოს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (99)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)