კონატეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, იბუ კონატე შესაძლოა „ლივერპულში“ დარჩეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალსა“ და დაიო უპამეკანოს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, იბუს მიმართ ინტერესი შენელდა.
ფრანგმა მოთამაშემ „მერსისაიდელებთან“ შესაძლოა ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალი“ ხაკობო რამონის დაბრუნებაზეც სერიოზულად მუშაობს, რაც კონატეს გამადრიდელების შანსს კიდევ უფრო ამცირებს.
რაც შეეხება უპამეკანოს, ფრანგმა თავად იაქტიურა და „რეალს“ პირობა მისცა, რომ „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ გააფორმებს, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესმა უპირატესობა მას მიანიჭა და არა იბრაჰიმას.
- 8 ნოემბერი 2025
- 1 262
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




