ჩაბი ალონსო:„გარეთ ბეილს არ ვეთანხმები“
ჩაბი ალონსომ „ვალეკასზე“ ვიზიტის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩი გველის. „რაიო ვალეკანო“ საშინაო არენაზე ეფექტურად თამაშობს, რასაც ის შედეგებიც მოწმობს, რომელიც ამ გუნდმა წლების მანძილზე „ბლანკოსის“ წინააღმდეგ დააფიქსირა.“
„სანამ სანაკრებო პაუზა დაიწყება, კიდევ 3 ქულა გვჭირდება, ამისთვის კი „ვალეკასზე“ გამარჯვება გვმართებს. გვჯერა და გვწამს, რომ მოგებას შევძლებთ, ამისთვის კი ბოლომდე დავიხარჯებით.“
„საბოლოო შეფასებებს მხოლოდ ერთ მატჩზე დაყრდნობით არ ვაკეთებთ. კარგად გავაანალიზეთ „ენფილდის“ მატჩი და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ.“
„ტრენტი 100%-ით მზად არის. არ გამოვრიცხავ, მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს.“
„ფედე ვალვერდე დიდი ხნის განმავლობაში იდგა მარჯვენა მცველად, თუმცა ვიცით, რომ ის ნახევარმცველია. ურუგვაელის უდიდესი რესურსი გუნდში მნიშვნელოვანია. მას აქვს მებრძოლი ხასიათი.“
„ერთიანობა და თანმიმდევრული მიდგომა ყოველთვის მოიტანს წარმატებას, მე ამის მჯერა.“
„ვიცით, სად ვართ ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც. ვიცით, რა გვჭირდება მეტი პროგრესისთვის. ჩვენ გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმები.“
„როდრიგოს მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შესანიშნავად შეუძლია, მას ახალ პოზიციაზეც განვიხილავ, ეს კი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაა. ბრაზილიელს ყველაფერი აქვს „9“-იანზე სათამაშოდ.“
„კმაყოფილი ვარ იმ ინდივიდუალისტებით, რომელიც გუნდში არსებობენ, მაგრამ ჩემთვის მთავარი კოლექტიური პასუხისმგებლობაა. ბეილს არ ვეთანხმები, მან თქვა, რომ მბაპე და ვინი ყველაზე სწრაფები არიან და „რეალი“ ამიტომ ყველაზე სწრაფი უნდა იყოს. გუნდის ტემპს და დინამიკას სწორი ტაქტიკური მიდგომა და ბევრი მოძრაობა განაპირობებს. ინდივიდუალურად სწრაფი ფეხბურთელების მიხედვთ სხვებთან შედარება არ მსურს. უელსელს პატივს ვცემ, მაგრამ ამ მოსაზრებაში არ ვეთანხმები.“
- 8 ნოემბერი 2025
- 1 228
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



