ჰალანდის დამატება ნახევარ მილიარდამდე სარგებელს მოიტანს

ესპანელი ანალიტიკოსები, ფინანსური ანალიზის ექსპერტები და „რეალთან“ დაახლოებული პირები ფლორენტინო პერესს უმტკიცებენ, რომ ერლინგ ჰალანდის გამადრიდელება კლუბს სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

„რეალს“ მანჩესტერ „სიტის“ ფორვარდის დამატება 200 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც მცირე თანხა ნამდვილად არ არის და საქმე ისტორიულ რეკორდულ ტრანსფერთან გვექნება, მაგრამ არსებული მოცემულობა „ბლანკოსს“ საშუალოვადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოუტანს.

ექსპერტების აზრით, ჰალანდის მაისურების გაყიდვა პირველი 18 თვის განმავლობაში ყველა რეკორდს დაამყარებს, ამის მტკიცე მაგალითი კი მბაპეს მაისურების რეალიზაციიდან მიღებული თანხებია. კილიანმა კრიშტიანო რონადლუს მიერ 2009 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი ზუსტად 4 თვეში გააუმჯობესა.

გარდა ამისა, „ბლანკოსში“ არსებობს გარკვეული სტანდარტები საიმიჯო უფლებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კლუბს მოთამაშის სარეკლამო შემოსავლების მინიმუმ 40%-იანი ფლობა უნდა ჰქონდეს.

ჰალანდი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელია, „რეალში“ გადასვლის შემდეგ კი მისი საიმიჯო მიზიდულობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც პირდაპირპროპორციულად გაზრდის შემოსავლებსაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „რეალი“ 2026 წლის ზაფხულში გვარდიოლას მთავარი ფორვარდის დამატებისთვის ყველაფერს იღონებს.


1

6 ნოემბერი 2025 11:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 24

ეს ძაან მხეცია და ამ სეზონში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა, მაგრამ არა მგონია ვინი გაუშვან, თან ჰაალანდი და მბაპე ერთ გუნდში არ ვიცი რამდენად გაამართლებს, დაჟე ვინი და ჰაალანდი უფრო მაგარი დუო იქნება 


2

6 ნოემბერი 2025 12:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 16
6 ნოემბერი 2025 11:26, Madridista till dearh says:

ეს ძაან მხეცია და ამ სეზონში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა, მაგრამ არა მგონია ვინი გაუშვან, თან ჰაალანდი და მბაპე ერთ გუნდში არ ვიცი რამდენად გაამართლებს, დაჟე ვინი და ჰაალანდი უფრო მაგარი დუო იქნება 

შეკრიბოს მსოფლიოში ყველა საუკეთესო იგროკი ვინცაა პერესმა( მსოფლიო კონკურენციას ვინც ქმნის ერთმანეთში) და მოყაროს ??? პროსტა ამდენი ფეხბურთელი რაღათ უნდა ვერ ვხვდები, აგერ ფლიკი სამი ოთხი ფეხბუღთელით იგებს თამაშებს და ალონსოს ამ მხრივ ბევრად ფართო არჩევანი აქვს, ყველა პოზიციაზე ყავს ორი სამი ფეხბურთელი, რა ჰალანდი რა ტრანსფერი იმენა კანტორაა თუ გუნდი ვეღარ გაიგებ ადამიანი 


3

6 ნოემბერი 2025 15:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 620

ვინის მაგივრად ჰალანდი დაგვხატავს


4

6 ნოემბერი 2025 15:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 24
6 ნოემბერი 2025 12:12, N4N says:
6 ნოემბერი 2025 11:26, Madridista till dearh says:

ეს ძაან მხეცია და ამ სეზონში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა, მაგრამ არა მგონია ვინი გაუშვან, თან ჰაალანდი და მბაპე ერთ გუნდში არ ვიცი რამდენად გაამართლებს, დაჟე ვინი და ჰაალანდი უფრო მაგარი დუო იქნება 

შეკრიბოს მსოფლიოში ყველა საუკეთესო იგროკი ვინცაა პერესმა( მსოფლიო კონკურენციას ვინც ქმნის ერთმანეთში) და მოყაროს ??? პროსტა ამდენი ფეხბურთელი რაღათ უნდა ვერ ვხვდები, აგერ ფლიკი სამი ოთხი ფეხბუღთელით იგებს თამაშებს და ალონსოს ამ მხრივ ბევრად ფართო არჩევანი აქვს, ყველა პოზიციაზე ყავს ორი სამი ფეხბურთელი, რა ჰალანდი რა ტრანსფერი იმენა კანტორაა თუ გუნდი ვეღარ გაიგებ ადამიანი 

პრინციპში ჰაალანდის პროფილის მოთამაშე არ გვყავს, მაგრამ მბაპეც და ჰაალანდიც გოლებზე დაგეშილი ტიპები არიან, გამოდის რომ რომელიმე დათმობაზე უნდა წავიდეს. თან პლიუს მაგას პენალტებს როგორ გაინაწილებენ ეგეც გასარკვევი იქნება


5

6 ნოემბერი 2025 16:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 832

მდაააა.....ვითომ,ახალი გალაქტიკოსი შენდება???


6

6 ნოემბერი 2025 16:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 412

როგორ არ დაიმატა პერესმა დორტმუნდიდან 75 მილიონად, ყოველთვის წინა პლანზე კლუბის ინტერესებს აყენებს და მაშინ მაინცდამაინც ბენზემას გაუწია ანგარიში, ის წელი ითამაშა ბენზემამ ისიც ნახევარი ტრამვა ჰქონდა და დატოვა კლუბი. 


7

6 ნოემბერი 2025 19:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 096
6 ნოემბერი 2025 16:56, გურჯი says:

როგორ არ დაიმატა პერესმა დორტმუნდიდან 75 მილიონად, ყოველთვის წინა პლანზე კლუბის ინტერესებს აყენებს და მაშინ მაინცდამაინც ბენზემას გაუწია ანგარიში, ის წელი ითამაშა ბენზემამ ისიც ნახევარი ტრამვა ჰქონდა და დატოვა კლუბი. 

ES TAVIS DROZE UNDA DAEMATEBINA DA RAMDENI WLIS PROBLEMA MKIXSNEBODA


8

6 ნოემბერი 2025 20:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 52

ეს ძაან გიჟია მარა ლალიგის ჩაკეტილ სისტემაში რამდენად გაიხსნება ეგაა, იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი არ მოხდეს. უფრო ტექნიკური სუარესი ბენზემასნაირებია ლალიგაში საჭირო ვფიქეობ


9

6 ნოემბერი 2025 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 096
6 ნოემბერი 2025 20:10, Halamadrid17 says:

ეს ძაან გიჟია მარა ლალიგის ჩაკეტილ სისტემაში რამდენად გაიხსნება ეგაა, იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი არ მოხდეს. უფრო ტექნიკური სუარესი ბენზემასნაირებია ლალიგაში საჭირო ვფიქეობ

SXVA RA GZA AQ ZMA AR GAIXSNEBA DA ISEV TVITON WAIMTVREVS,MAGRAM LIMONASTAN ERTAD ARAMGONIA


10

7 ნოემბერი 2025 13:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 184

ვინი უნდა გაიყიფოს. და ვნის ადგილზე მბაპე გადაიწევს და. ფორვარდად ჰალანდი  ძაააან მაგარი გამოვა  სასწაულებს დამართებწნ. ეს 2.  ყველა გუნდს


11

7 ნოემბერი 2025 13:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 64

მეც ვემხრობი ამის მოყვანას თუ გამოვა რადგანაც არ გვყავს 9 ნომერი გუნდში ... მაღალ ბურთზე მებრძოლი მარტო სისწრაფით ფონს ვერ გავალთ და ეს ლივერპულთანაც გამოჩნდა.. მბაპე არაა 9 ნომერი ეგ არის ვინგერი... ყველას თავის აზრი აქვს მაგრამ მე ვინის წასვლას ვემხრობი... ხასიათით აფუჭებს ყველაფერს და კარში დარტყმა ვერ ისწავლა ამდენი წელია რეალშია კვარტალში ერთხელ რაღაცა ჩაუვარდება და ვსიო... ენის ტლიკინში იცოცხლე მაგარია


12

8 ნოემბერი 2025 14:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203

არ ვიცი ამ ფეხბურთელში 200 მილიონს გადახდა რატომ უნდათ ამ ფულით ორი ნახევარმცველი მოიყვანო ჯობია რა თქმა უნდა ჩემი აზრით მერე ამ ვარსკვლავების გაკონტროლება არ გინდა ყველას თავისი ამბიცია ექნება და ამათი საქმეები არჩიე ეხლა თუ ძმა ხარ არავინ არ დაზარალდება ცენტრის გაძლიერებით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)