ერლინგ ჰალანდი „რეალში“ - მადრიდში ახალი ისტორიის დაწერას აპირებენ!

ესპანური გამოცემების ცნობით, ერლინგ ჰალანდთან დაკავშირებით „რეალის“ ოფისებში საუბარი გააქტიურდა.

ნორვეგიელ ფეხბურთელს მანჩესტერ „სიტისთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ამ შეთანხმებაში დევს პუნქტები, რომლის მიხედვითაც, „რეალს“ მისი დამატება შეუძლია.

საუბარია 200 მილიონ ევროზე, ამ თანხის გამომუშავება კი ფლორენტინო პერესს ვინისიუს ჟუნიორის გაყიდვით შეუძლია.

მადრიდული გამოცემების ცნობით, ესპანეთის დედაქალაქში ჰალანდზე საუბარი სერიოზულად არის გააქტიურებული, ნორვეგიელის სტილი ალონსოს გეგმებშიც ჯდება.

საბოლოო ჯამში ჩაბის სურს, რომ 4-4-2 სქემაზე ააშენოს გუნდი, რომელიც წლების მანძილზე განსაკუთრებულ სტაბილურად გამოიჩენს.

4-4-2 სქემის შემთხვევაში, ალონსო წინა ხაზში მბაპეს და ერლინგ ჰალანდს წარმოიდგენს, ამისთვის კი „ბლანკოსს“ დიდი ძალისხმევა მოუწევს.

თუ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება, ნორვეგიელი „რეალის“ ყველა დროის ყველაზე ძვირადშეძენილი ფეხბურთელი გახდება და ისტორიის ახალ ფურცელს დაწერს.


1

6 ნოემბერი 2025 21:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 535

ძალიან დონეა, როგორ შეიძლება კაცს ეგონოს ვერ გაამართლებსო. გვარდიოლას სკოლაც გამოვლილი აქვს თან. 


2

7 ნოემბერი 2025 13:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 184
6 ნოემბერი 2025 21:08, Maestro says:

ძალიან დონეა, როგორ შეიძლება კაცს ეგონოს ვერ გაამართლებსო. გვარდიოლას სკოლაც გამოვლილი აქვს თან. 

1000% გაამართლებს. 


3

13 ნოემბერი 2025 21:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9

ეს მონსტრი სადაც გინდა გაუშვი ყველგან ითამაშებს 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)