რონსერო:„„რეალის“ წაგება ლოგიკური იყო“
ტომას რონსერომ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება შეაფასა.
„„რეალის“ წაგება ლოგიკური იყო, რადგან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „ლივერპულს“ უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავს. ეს ყველაფერი იმ საოცარი ტემპიდან და მოძრაობებიდან გამომდინარეობდა, რომელიც არნე სლოტის გუნდს ჰქონდა.“
„მერსისაიდელებმა ბევრი ირბინეს და უდიდესი ენერგია დახარჯეს, თუმცა შედეგიც მიიღეს.“
„ჩვენ ვხედავდით მუდმივ პრესინგს, მაგრამ როდესაც „რეალი“ ამ პრესინგს დაძლევდა და შეტევაში გადადიოდა, ჩნდებოდა 2 ბლოკი, თითო ბლოკი კი 4 მოთამაშისგან შედგებოდა. სწორედ ამიტომ გაუჭირდა ალონსოს 2 წინახაზელით თამაში და მეორე ტაიმში როდრიგო გოეში გამოიყვანა.“
„ვერ ვიტყვით, რომ სამეფო კლუბს ცუდი გათვლა ჰქონდა, თუმცა ფაქტია, რომ „ენფილდზე“ უკეთესი ფეხბურთი მასპინძელმა გუნდმა აჩვენა.“
„კურტუა? მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ბელგიელი საოცარ ფორმაში შევიდა.“
- დღეს, 13:35
- 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




