ჯუდ ბელინგემი:„მეტოქემ ოდნავ უკეთესად ითამაშა“

ჯუდ ბელინგემმა „ლივერპულთან“ დაპირისპირება შეაფასა.

„მე ვფიქრობ, რომ „რეალს“ ცუდად არ უთამაშია, თუმცა „ლივერპული“ გარკვეული ასპექტებში ჩვენზე ოდნავ მაღლა იდგა და ანგარიშით შესაბამისია. ინგლისელებმა გამარჯვება დააფიქსირეს და ეს დამსახურებულიც არის. ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ სიტუაციას და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურებში ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვებას შევეცდებით.“

„ეს მატჩი ვერ გააფუჭებს კარგ ატმოსფეროს და სიტუაციას, რომელიც გუნდში სუფევს. ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ სტაბილურები ვიყოთ.“

„აუცილებლად აღსანიშნავია ტიბო კურტუას თამაში, ბელგიელი მოწოდების სიმაღლეზე დგას, ის ძალიან მაღალ კლასს აჩვენებს.“

„საჰაერო ორთაბრძოლები წავაგეთ, ამან კი საკვანძო პრობლემები შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს.“


1

5 ნოემბერი 2025 12:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6 015

საშინელი თამაში ალონსომ ენფილდზე არ ვივარჯიშებო მეტოქემ ჩვენი გეგმები რომ არ იცოდესო და გეგმები გვქონდა რო?


2

5 ნოემბერი 2025 12:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705

რა ოდნავ მაღლა შეჩემა არ გაგარყიეს


3

5 ნოემბერი 2025 13:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 851

ოდნავ უკეთ არა ჯუდ, ბევრად უკეთ. გუშინ აღარ დამიწერია, არ ვიყავი ხასიათზე, მაგრამ დღეს დავწერს. მგონი ატლეტიკოსთან არ გვითამაშია ასე ცუდად. არავინ არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, კურტუას გარდა, საუკეთესო იყო. ჯუდი ცდილობდა და შედარებით კარგი თამაში ქონდა, მაგრამ დანარჩენები? რავიი ყველა ესე როგორ ჩაქრა. 

რამოდენიმე შეცდომას შევეხები რაც ალონსომ დაუშვა.  პირველი : 1.ტრენტის სკამზე დასმა. ვალვერდე კარგია დაცვის დროს, მაგრამ შეტევაში ბევრს ვერაფერს აკეთებს. ამიტომაც მისი ფლანგი სულ ინერტულია. ეს ტრენტი კიდე რისთვის მოიყვანეს? რომ ვალვერდე იდგეს ფლანგზე? თუ არ ათამაშა და დრო არ მისცა როგორ შევა ისე ფორმაში. უნდა დაეყენებინა აუცილებლად.  2.ჰაუსენი მეორე ტაიმის დასაწყისშივე უნდა შეეცვალა. საშინელი ტაიმი ქომდა, პლიუს ბარათი აკიდებული ქონდა და უნდა შეეცვალა. გოლის ეპიზოდშიც ეგ იდგა მაკალისტერთან, პოზიციურად შეცდა და მერე ხელის კვრა სცადა. მეტრანახევრიანი კაცი თავით არ უნდა გვიტანდეს გოლს. 3.ვინისიუსიც შესაცვლელი იყოს. მასაც ბარათი ქონდა და არამარტო მაგის გამო. აშკარად არ გამოდიოდა შეტევა. ყველა შეტევა მისი ფლანგიდან მიდიოდა, მაგრამ იშვიათად თუ ამწვავებდა. როდრიგო და ბრაჰიმი უნდა  გამოსულიყვნენ დროულად, 60 ე წუთზე მაინც.  4.ეს ჩუამენი არასდროს არ იცვლება და რატო ვერ ვხვდები. გაეყვანა და კამა დადგებოდა მის ადგილზე, ცენტრში კიდე სებას დამატება შეიძლებოდა. 5. მბაპე საერთოდ ვერ გაინძრა, ვერ ერთხელ ვერ გაიქცა წესიერად. ვფიქრობ 10-15 წუთით ადრე შეიძლებოდა ენდრიკის შემოყვანაც და მაგ ვარიანტის ცდაც. 

მოკლედ საშინელი თამაში იყო და რატომღაც ამას ეგუებოდა ალონსო და არაფერს არ ცვლიდა საერთოდ. აშკარად დააგვიანა ცვლილებები და ისინიც არ შეცვალა ვინც საჭირო იყო. 


4

5 ნოემბერი 2025 13:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 24

კურტუას მერე ყველაზე კარგი ჯუდი იყო, მილიტაოსაც არაუშავდა. 

   ხაბიმ ზუსტად იგივე სათამაშო სქემით და გეგმით გამოიყვანა გუნდი, როგორც ბარსელონასთან, ეგონა იგივე აქაც გაჭრიდა, მაგრამ ეგ უკვე კარგად ჰქონდა სლოტს შესწავლილი. მაგრამ არაუშავს, აქამდე რაც გამოჩნდა ალონსო შეცდომებისგან სწავლობს და იმედია ყველაფერი გამოსწორდება 


5

5 ნოემბერი 2025 19:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 260

მე მგონი მიზეზი ბევრად სერიოზულია ვიდრე ლაპარაკი, რო მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ არ წაგვივიდა და დარჩენილ თამაშებში ქულათა მაქსიმუმს ავიღებთ. მე მგონი ეს ახალგაზრდები რეალში მოხვედრისთანავე თავს ვარსკვლავებად თვლიან, ინტერვიუებსაც არიგებენ აქეთ-იქით. მე რეალში ისტორიის დასაწერად მოვედი, ჩვენ ყველაფერს მოვიგებთ რეალის გულისთვის თავს დავდებ და ასე შემდეგ. მარტო ძველი გვარდიიდან დარჩენილები იბრძვიან, ახალგაზრდები კი ფიქრობენ რო მთავარი რეალში მოხვედრა იყო და ახლა წამოვა ტიტულების წვიმა. კითხონ კურტუას, კარვახალს რამდენი ოფლი და ენერგიაა აქვთ ჩადებული ვარჯიშებში როგორ იბრძვიან ბოლომდე, ვიდეო მაინც ნახონ როგორ იწყებდა რამოსი და რა მონსტრი დადგა ან რონალდუ. ბოლო ბოლო მოდრიჩი ახალი წასულია და უნდა ახსოვდეთ. თურმე ალონსო ასვენებს ბიჭებს ალბათ გადაიღალენ ამდენი გოლები ყარეს. ალონსომ ორი თამაში რო მოიგეს რესტორანში წაიყვანა გუნდი!!!! რა დამსახურებისთვის? ოსასუნას და ოვიედოს რო მოუგეს? და მთავარი ამის შედეგი ხო არ იყო ვინისიუსის გამოხტომა წავალო, ამის შემდეგ ეგ გუნდში დასატოვებელია? ალონსო მოდი აზრზე ეგრე გეფერებოდა მოურინიო? მე მგონი პერესი უნდა ჩაერიოს საქმეში და პირველ რიგში ალონსოს დაელაპარაკოს ასე აპირებს გაგრძელებას? ნუ ეს ჩემი აზრია, და ის სიბრაზე მალაპარეკებს რაც გუშინ ვნახე.


6

5 ნოემბერი 2025 21:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203

სიმართლე უნდა ითქვას თითქმის ყველა კარგ გუნდთან გვიჭირს თამაში ბარსელონასთანაც გაგვიჭირდებოდა სრული სასტავით რომ ყოფილიყო იუვენტუსთანაც კი მოვიგეთ მაგრამ ძლივს ასე არავინ გვაცლის თამაშს ყველა ჩვენზე მეტს დარბის და ალონსოსი ვერ გავიგე ვერაფერი ლევანტეები არ გვეყოლება ლუგაზე და ეხლა სიტისთანაც ბევრი პრობლემა გვექნება თუ არ მოიფიქრა რამე არდა ყველა კარგ გუნდთან ქრება მოკლედ ბევრი პრობლემაა გუნდში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)