კურტუა:„ძალიან სამწუხაროა, რომ წავაგეთ“

ტიბო კურტუამ „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„„ენფილდი“ განსაკუთრებული მოედანია, სადაც ადგილობრივ გუნდს არნახული მხარდაჭერა აქვს და ერთობლიობაში დიდი მოტივაციით თამაშობს. ძალიან სამწუხაროა, რომ წავაგეთ, თუმცა ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. ყველა მატჩს ვერ მოიგებ.“

„ყველაფერი გავაკეთე გუნდის გადასარჩენად. მეორე სართულზე ბევრ ორთაბრძოლაში დავმარცხდით, რის გამოც ჩემი კარის მიმართულებით ბურთი თავით იგზავნებოდა.“

„ჯარიმის მიღება ყოველთვის რა თქმა უნდა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. გაშვებული გოლი სწორედ სტანდარტს მოჰყვა, თანაც იმ პოზიციიდან, რომელიც განსაკუთრებულად სახიფათო არ იყო.“

„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ლა ლიგის მომდევნო ტურზე გადავერთოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს სჭირდება სტაბილური გამოსვლა, ვინაიდან წარმატება სხვაგვარად ვერ მიიღწევა.“

„ჩემპიონთა ლიგის დრო კვლავ მოვა, „ოლიმპიაკოსთან“ გასვლითი დაპირისპირება მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვმართებს.“

„შეცდომებს შევაფასებთ და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი შედეგები მივიღოთ. გუნდი წინ მიიწევს და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზეა.“


1

5 ნოემბერი 2025 17:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 269

სწორია ტიბო - სამაგიეროდ მამარდამ გაიხარა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)