ჰაუსენი:„გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“

დინ ჰაუსენმა „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„სრული კონცენტრაცია „ლივერპულთან“ დაპირისპირებაზე გვაქვს გაკეთებული. ვიცით, რომ ამ არენაზე თამაში მარტივი არ არის, თუმცა „რეალის“ მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.“

„გამარჯვებულის მენტალიტეტი ამ გუნდში მართლაც არსებობს და ეს გადამდებია. მიხარია, რომ მადრიდში მოვხვდი და გავიზიარე ემოციები, რომელიც აქვს სუფევს.“

„„ელ კლასიკოს“ წინ პრესაში ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებდით და გვჯეროდა, რომ გეგმა, რომელიც დავისახეთ, აუცილებლად შესრულდებოდა. ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ და მთავარი სწორედ ეს არის.“

„ედერ მილიტაო სრულფასოვანი ცენტრალური მცველია, მასთან ერთად თამაში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

„„ენფილდზე“ არაერთხელ მითამაშია, აქ თამაშის გამოცდილება სხვა მადრიდისტებსაც აქვთ. ვფიქრობ, ფინალური ვარჯიშის ესპანეთში გამართვა ხელს არაფერს შეუშლის. ეს არენა ყველასთვის ცნობილია.“

„მსურდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მეთამაშა, „რეალში“ გადმოსვლა კი ოცნება იყო. სრულად ვიზიარებ ჩაბი ალონსოს ხედვებს და მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ.“

„მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატში ფეხი ვერ მოვიკიდე. „რომასა“ და ტურინის „იუვენტუსში“ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (99)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)