ალონსო:„„ენფილდი“ განსაკუთრებული სტადიონია“

ჩაბი ალონსომ „ლივერპულთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„„ლივერპულისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება დიდი ისტორიის მქონე, ეს ნამდვილად შედის ევროპულ კლასიკაში და ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება ჩატარებულა.“

„სასიამოვნოა „ენფილდზე“ დაბრუნება, მე და ტრენტ ალექსანდერ არნოლდს მერსისაიდელებთან დიდი მოგონებები გვაკავშირებს.“

„აქ მოსაგებად ჩამოვედით, მთელ ყურადღებას მატჩზე გადავიტანთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „რეალმა“ ესპანეთში 3 ქულა წაიღოს.“

„პენატის შემსრულებელი? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფეხბურთელი კილიან მბაპეა.“

„ტრენტს თამაში შეუძლია, არ ვიცი ითამაშებს თუ არა 90 წუთი, თუმცა მას მოედანზე ვიხილავთ. ინგლისელ ფეხბურთელზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ის ეტაპობრივად მოუმატებს.“

„„ლივერპულში“ შესანიშნავი ეპოქა მქონდა. რაფაელ ბენიტესთან ერთად 5 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. არასდროს დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მილანის“ წინააღმდეგ, არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი პრემიერლიგაში. მოგონებები, რომელიც „ენფილდთან“ მაკავშირებს მართლაც დაუვიწყარია.“

„მე პროფესიონალი ვარ და ემოციურ გარემოებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“

„ფლორიან ვირცმა მთელი ცხოვრება გერმანიაში გაატარა. მისთვის ინგლისის პრემიერლიგა ახალი გამოცდილებაა. ეჭვი არავის ეპარება ფლორიანის კლასში, ის საოცარი ფიგურაა და დარწმუნებული ვარ, მალე გაიბრწყინებს.“

„ფინალური სესია მადრიდში? მივიჩნევდი, რომ ასე უფრო მეტი კონცენტრაცია გვექნებოდა. ფეხბურთელებს მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ.“

„ჯარიმების შემსრულებლები? რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავს და კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებთ.“

„ვინისიუსის საკითხი მგონი დავხურეთ. ბრაზილიელ ფეხბურთელზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ყოველთვის კარგი შედეგები ჰქონდა და იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (35)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)