ანჩელოტი:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია“
კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს.
„ვფიქრობ, მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.“
„კონკურენცია საკმაოდ მაღალია. მადრიდელებთან ერთად თასისთვის „ბაიერნი“, „პსჟ“ და „სიტი“ იბრძოლებენ, ჩემი პროგნოზი სწორედ ასეთია.“
„მოდრიჩი? არ მიკვირს, რომ ხორვატი ფეხბურთელი 40 წლის ასაკშიც ამ დონეს აჩვენებს. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელსაც არნახული პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებს ზურგს.“
„ლუკიტა „რეალიდან“ უნდა წასულიყო, რადგან ამ გუნდში აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება, თუმცა „როსონერისთვის“ ბრწყინვალე შენაძენი იყო.“
„ჩაბის მიდგომები? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ესპანელი ჩემი შეგირდი გახლდათ, ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელის რანგშიც ასე იქნება. ალონსოს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.“
- დღეს, 12:20
- 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




