ტრენტი:„თუ „ლივერპულს“ გოლს გავუტან, არ აღვნიშნავ“

ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა „ლივერპულთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„„ლივერპული“ ჩემი კლუბია, „ენფილდზე“ თავს ისე ვიგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის გუნდი, რომელმაც ყველაფერი მომცა და შეუძლებელია დავივიწყო ბევრი წელი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, შემდეგ კი მთავარ გუნდში გავატარე.“

„თუ მერსისაიდელთა წინააღმდეგ გოლს გავიტან, არ აღვნიშნავ. რა თქმა უნდა არა.“

„ჯუდ ბელინგემთან საუბრები? დიახ, ჩვენ გვქონდა გარკვეული საუბრები „რეალთან“ დაკავშირებით. ბელინგემის საშუალებით მეტ ინფორმაციას ვიგებდი კლუბზე, რომელში გადმოსვლაც ძალიან მსურდა.“

„როდესაც მივხვდი, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა მეთამაშა, ემოციებით ავივსე. სტარტი ეფექტური არ იყო, რადგან ტრავმა მივიღე და ამ ყველაფერმა პრობლემები შექმნა, მაგრამ ოპტიმიზმი ერთი წამითაც არ დამიკარგავს.“

„ყველაზე ხუმარა ფეხბურთელი? ჩემი აზრით, ამ გუნდში ყველაზე მეტად რუდიგერი ხუმრობს.“

„ჩაბი ალონსო ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს ბევრ მოკლე პასს, სწრაფ თამაშს, პრესინგს და ფუნქციურ ფეხბურთელებს.“

„„ბლანკოსში“ ბრწყინვალედ მიმიღეს, აქ ადაპტაცია არ გამჭირვებია. ქალაქი საკმაოდ მიმზიდველია და ცხოვრებაც სასიამოვნო. ვფიქრობ, აქ ბევრ ლამაზ წელიწადს გავატარებ.“


1

გუშინ და 22:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 008

ჰოლანდი ხომ ვერ ჩერდება ცოტა ჩამორჩეს მაინც მბაპეს გოლებით :დდ

რა მომენტი გამაზა რაფამ არადა ელჩე მეორე ტაიმში აშკარად ჯობია პირველი 10 წუთია


2

9 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9

არ ვიცი როგორ უნდა გადაწყდეს სასტარტოს ამბავი ეს რო დაბრუნდება. ნახევარდაცვის ახლანდელი ოთხეული ძალიან მომწონს. ფედე მარჯვენა ფულბეკად ძალიან მაგარია და ვინ უნდა ამოვარდეს ნეტა


3

6 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 687

არდა არ იქნება ლივერპულთან, ტრავმა მიიუღია იმ ეპიზოდში. იმედია მალე დაბრუნდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (21)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)