სებალიოსი:„გუნდს აშკარა პროგრესი აქვს“
დანი სებალიოსმა „ვალენსიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„როდესაც ბერნაბეუზე ვთამაშობთ, კიდევ უფრო ლაღები ვართ, ვინაიდან ქომაგების დიდი არმია გვიჭერს მხარს. ვფიქრობ, „რეალმა“ უნაკლო ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.“
„გუნდი უფროდაუფრო უმატებს და უკეთესი ხდება. მთავარია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელსაც წინა ტურებში ვაჩვენებდით.“
„ეჭვი არ მეპარება, კიდევ მოვუმატებთ და უკეთესი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ.“
„ამ საღამოთი ყველა მადრიდისტა კმაყოფილია, თუმცა ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, რადგან ურთულესი მეტოქე გვყავს.“
„„ენფილდზე“ თამაშის კარგი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენი მიზანი კვლავ გამარჯვება იქნება.“
- 2 ნოემბერი 2025
- 182
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




