ხესუს ფორტეამ ტრავმა მიიღო
დანი კარვახალის ტრავმის პირობებში, ჩაბი ალონსო ახალგაზრდა კანტერანოს, ხესუს ფორტეას მთავარ გუნდში დროებით დაწინაურებაზე ფიქრობდა.
ფორტეას ახალ კარვახალს უწოდებენ, ის საკმაოდ კარგად პროგრესირებს და ალვარო არბელოასგან შესანიშნავი რეკომენდაციით სარგებლობს, თუმცა ამ ეტაპზე მისი გამოყენება შეუძლებელია.
ფორტეას არ გაუმართლა და ტრავმა მიიღო. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის რეაბილიტაციას 3-4 კვირა დასჭირდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხესუსმა მთავარ გუნდში გადასვლის შანსი დაკარგა.
- გუშინ, 14:27
- 486
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



