კარლოსი დებიუტით კმაყოფილია
"დეპორტივოსთან" მატჩში, ხუან კარლოსის დებიუტი შედგა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში.
სამეფო კლუბის აკადემიის აღზრდილი მოთამაშე, 78 წუთზე ჩაერთო თამაშში.მან "დეპორის" განადგურების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოცნება აისრულა: "ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა.როდესაც პატარა ვიყავი, მამას ვუთხარი რომ აუცილებლად მიხილავდა საქმეში, "სანტიაგო ბერნაბეუზე."მოედანზე შემოსვლის დროს რონალდუმ და მარსელომ მითხრეს, რომ არაფრის შემშინებოდა და გამეკეთებინა ის, რაც ვიცოდი.რაც შეეხება მოურინიოს შთაბეჭდილებას, ამას სამშაბათს ვარჯიშზე მოვისმენ."
ხუან კარლოსი პირველი კასტილიელია, რომლის დებიუტიც შედგა "რეალის" პირველ გუნდში, ჟოზეს მოსვლის შემდეგ.
- 4 ოქტომბერი 2010
- 1 664
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.