ვალვერდე:„უმაღლესი კლასის ფეხბურთი ვითამაშეთ“

ფედე ვალვერდემ „ღამურების“ დამარცხების შემდეგ „რეალის“ ტელევიზიასთან ისაუბრა.

„პირველ ტაიმში აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა და 3:0 გავიმარჯვეთ, მეორე ნახევარში შედარებით ნაკლები ენერგია დავხარჯეთ და ანგარიში 4:0 გავხადეთ. ვფიქრობ, გუნდს ჰქონდა საკმაოდ კარგად გააზრებული ტაქტიკური მონახაზი, რომელმაც წარმატება მოიტანა.“

„ყველაზე მეტი შანსის შექმნა სწორად მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მეტოქეს აპრესინგებ და ბურთს აკარგინებ. ასეთი მიდგომა უდიდეს ენერგიას მოითხოვს, თუმცა უფრო კარგი შედეგებიც მოაქვს. მიხარია, რომ ალონსოს დავალებები სრულფასოვნად სრულდება და ეს ყველაფერი ცხრილშიც აისახება.“

„11 ტურის შემდეგ აქტივში 30 ქულა გვაქვს, ეს საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია, თუმცა ჩემპიონობას დიდი გზა გვაშორებს, ჩვენ ეტაპობრივად, განსაკუთრებული სტაბილურობით უნდა მივიდეთ თასამდე.“

„კარერასმა განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა. ის სიამოვნებით თამაშობს სტადიონზე, სადაც მოხვედრაზეც ოცნებობდა. ალვარო ნამდვილი მადრიდისტაა და ვულოცავ სადებიუტო გოლის გატანას.“

„მბაპე საოცარ ფორმაშია. დარწმუნებული ვარ, ფრანგი ფეხბურთელის შედეგები სეზონის ბოლო გასაოცარი იქნება. კილიანს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს საჩვენებელი.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (70)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)