ალონსო:„ვარჯიშზე 200 კამერა არ მჭირდება“
ჩაბი ალონსომ „ვალენსიას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს იყო კოლექტიური გამარჯვება. ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და შედეგიც სახეზეა. ეს იყო კარგი სინთეზი რგოლებს შორის.“
„ვინისიუსს კარგი მატჩი ჰქონდა. გაფუჭებული პენალტი არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიელმა ცუდად ითამაშა. ის მატჩს ტემპს აძლევდა, ხშირად ათავისუფლებდა სივრცეებს და ქმნიდა მომენტებს.“
„ჩემი გაბრაზება? რა თქმა უნდა, მსურდა, რომ პენალტი გაგვეტანა. გასახდელში ვინის ვუთხარი, რომ მისი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ბელინგემის გოლმა უშველა.“ (იცინის)
„კურტუა? მისი სახით ძალიან საიმედო მეკარე გვყავს, რაც მცველებისთვის დამატებითი ფსიქოლოგიური ძალის მიმცემია.“
„ეს იყო სრულყოფილი თამაში, მე კმაყოფილი ვარ და მსურს, რომ ასე გავაგრძელოთ.“
„მბაპემ დუბლი მიითვალა, ის შესანიშნავ ფორმაშია და გოლების გატანას აგრძელებს. დარწმუნებული ვარ, ფრანგ შემტევებს სეზონის ბოლოს საოცარი შედეგები ექნება.“
„ყველა ვხედავთ, რომ ვალვერდე ყველა პოზიციაზე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ის არის სრულფასოვანი ფეხბურთელი, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობები. დაცვის მარჯვენა ფლანგზე მისი გამოსვლა დიდებული იყო.“
„„ლივერპულის“ სტადონზე ვარჯიშს არ ვაპირებთ. მირჩევნია ორშაბათს დილით ვივარჯიშოთ და შემდეგ გავფრინდეთ ინგლისში. მიზეზი? არ მჭირდება 200 კამერა, რომელიც ჩემს სესიას დააკვირდება და ფეხბურთელების კონცენტრაციას დაარღვევს.“
- 2 ნოემბერი 2025
- 2 317
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



