თუ ვინისიუსი წავა, „რეალი“ სუპერ ტრანსფერს აანონსებს!

თუ ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის „რეალს“ დატოვებს, ფლორენტინო პერესის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება და „ბლანკოსი“ ახალ, სუპერ ტრანსფერს განახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, ვინისიუსის წასვლის შემთხვევაში, კილიან  მბაპე ჩვეულ პოზიციას, მარცხენა შემტევს დაუბრუნდება და გუნდში ტიპიური 9-იანის საჭიროება დადგება.

ეს ადამიანი კი შესაძლოა ერლინგ ჰალანდი გახდეს, რომელსაც მანჩესტერ „სიტისთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა შეთანხმებაში დევს პუნქტები, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან კონკრეტულ თარიღებში ფეხბურთელს წასვლის საშუალება ექნება.

ამის პარალელურად, BILD იუწყება, რომ „რეალი“ ჰარი კეინსაც უწევს მონიტორინგს, მაგრამ ინგლისელი ფორვარდის ასაკი ხელისშემშლელი გარემოებაა. ჰარი ამ სეზონში მართლაც კარიერის საუკეთესო მატჩებს ატარებს, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ასე თამაში არავინ იცის.



1

1 ნოემბერი 2025 13:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 572

ვინი არსად არ წავა ჰაალანდი შანსი 0  კეინი არა  მაგდანას ლურჯა 25 წლის ვინი და 32 წლის  კეინი.  თუ  რა თუ  რის თუ


2

1 ნოემბერი 2025 13:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 120

სისულელეა

ბაპეს მარცხნივ გადაწევა კიდე ჰო მარა ჰალანდიიი ? შანსი არაა

მაგ ადგილას ნაკლებ ეგოიანი ფორვარდი უფრო წავა 


3

1 ნოემბერი 2025 13:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179

რომელ ჰალანდზეა საუბარი, როდესაც ამხელა საჭიროებაა ნახევარდაცვაში და ერთი ნორმალური ცენტრი ვერ იყიდეს


4

1 ნოემბერი 2025 15:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 572
1 ნოემბერი 2025 13:51, Judjud says:

რომელ ჰალანდზეა საუბარი, როდესაც ამხელა საჭიროებაა ნახევარდაცვაში და ერთი ნორმალური ცენტრი ვერ იყიდეს

ნახევარმცველები იმიტომ არ იყიდეს რომ ნიკო და ჩემა ანდრესი მოვლენ   ვინის წასვლის შანსი -00 ისევე როგორც ჰაალანდის და კეინის მოსვლისა


5

1 ნოემბერი 2025 15:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 179
1 ნოემბერი 2025 15:14, super vini.jr 20 says:
ნახევარმცველები იმიტომ არ იყიდეს რომ ნიკო და ჩემა ანდრესი მოვლენ   ვინის წასვლის შანსი -00 ისევე როგორც ჰაალანდის და კეინის მოსვლისა

ჰოო ეგენი რო მოვლენ დაბრდღვნიან კი, რეალი ეს კომო კიარა


6

1 ნოემბერი 2025 15:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 412

კეინი თუ უნდოდათ ორი წლის წინ უნდა მოეყვანათ, იხვეწებოდა აგენტი, ორი წლის წინ ასაკის გამო დაიწუნეს და დღეს იძახიან ისევ რადარზეაო. 


7

1 ნოემბერი 2025 16:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 830

ჰალანდი ბევრად ადრე უნდა მოეყვანათ და შერეკილი ვინი ადრევე გაეშვათ გუნდიდან.


8

1 ნოემბერი 2025 20:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 620

ზამთარშივუ თუ არ გაახანგრძლივებს ვინი 100% გაყიდიან ზაფხულში და დიდი ალბათობით ჰალანდში გადაიხდიან 150ლიმონს რაც კონტრაქტში უწერია


9

1 ნოემბერი 2025 21:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 238

კეინი 2 სეზონს მაინც ითამაშებს უმაღლეს დონეზე, თან მისი მოყვანა უფასოდ შეიძლება. არ ღირს მისი ხელიდან გაშვება

1 ნოემბერი 2025 15:54, გურჯი says:

კეინი თუ უნდოდათ ორი წლის წინ უნდა მოეყვანათ, იხვეწებოდა აგენტი, ორი წლის წინ ასაკის გამო დაიწუნეს და დღეს იძახიან ისევ რადარზეაო. 

2 წლოს წინ 100 მილიონზე მეტს ითხოვდა ტოტენჰემი, ეხლა უფასოდ შეიძლება


10

2 ნოემბერი 2025 00:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 269

გუნდს ურევს და უეჭველი გააგდებს პერესი. ეს და მბაპე ერთად ვერ მოძოვენ ვერასდროს


11

2 ნოემბერი 2025 00:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 158

ეს გასაშვებია. მარტო თავისი საქციელების გამო ყველაფერს რო თავი დაანებო.


12

2 ნოემბერი 2025 12:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 46

ყველა ფეხბურთელის პერსონალურ ქომაგობას გავუგებ ადამიანს - ვინის გარდა :))


13

2 ნოემბერი 2025 21:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203

მეც ესე მგონია ვინი არსად არ წავა და ცხრიანზე კიდე მბაპე რასაც აკეთებს ყველა ხედავს მემგონი მბაპე თავის ძველ ადგილს რო დაუბრუნო ასეთი წარმატებული არ იქნება ერთი მარჯვენა ფლანგიც ცოტათი გავაუმჯობესოთ და ერთი ნახევარდამცველი


14

3 ნოემბერი 2025 06:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 830

თუ კი არა,ბანძი ვინისიუსი უნდა გაუშვან და ჰალანდი მოიყვანონ.მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება მადრიდული გუნდი ჰიპერ მონსტრი,რომლის შიშით ევროპის თუ მსოფლიოს ყველა გუნდი ქვეშ იფსავდა.))))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 19
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (203)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)