მბაპე:„არ მიყვარს, როდესაც რონალდუს მადარებენ“
კილიან მბაპემ ოქროს ბუცის მიღების შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა.
„არაერთხელ ვთქვი და კიდევ ბევრჯერ, დიდი სიამოვნებით გავიმეორებ, რომ მადრიდის „რეალში“ მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ეს კლუბი ყოველთვის მიზიდავდა და ყოველთვის მინდოდა, რომ ბერნაბეუზე გოლები გამეტანა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და „მერენგების“ ღირსებას ვიცავ.“
„სრულიად წარმოუდგენელია აგიხსნას, რას ნიშნავს ჩემთვის „რეალი“ და რამხელა მოტივაციით ვთამაშობ. ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია.“
„„პსჟ“-სა და „რეალს“ შორის განსხვავება? ორივე დიდი კლუბია, თუმცა ისტორიაში ნამდვილად დიდი განსხვავება არსებობს. ამ მხრივ ფრანგულ კლუბს გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვს და აღმშენებლობის გზაზე 10-12 წელია დგას.“
„არდა გიულერი? მისგან ასეთი დონის თამაშს ნამდვილად ველოდი. ეს არ იყო სიურპრიზი, რადგან ვარჯიშებზე ვუყურებდი, რამხელა ტალანტი ჰქონდა თურქს. დარწმუნებული ვარ, არდა კიდევ მოუმატებს და ასაკის მატებასთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე გახდება.“
„რონალდუ? არ მიყვარს, როდესაც კრიშტიანოს მადარებენ. მესმის, რომ ის კლუბის მთავარი გოლეადორი იყო, ახლა კი აღნიშნული ფუნქცია მე მაქვს, თუმცა მე არ შემიქმნია იმდენი, რაც რონალდუმ შეძლო. თუ კარიერის ბოლოს პორტუგალელის ციფრებთან ახლოს ვიქნები, ეს შედარება მომავლისთვისაც იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე ეს სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია.“
„დიდი პატივია კრიშტიანოს გვერდით დაყენება, მაგრამ მე მაქვს საკუთარი გზა და მჯერა, რომ წარმატებების მოვა.“
- დღეს, 12:43
- 320
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




