ფლორენტინო პერესი:„კილიან, მადრიდული სამყარო შენით ამაყობს“

ფლორენტინო პერესმა კილიან მბაპეს ოქროს ბუცით დაჯილდოების ცერემონიალზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

„ყველას მოგესალმებით. დღეს ამაღელვებელი დღეა, ვინაიდან ჩვენი გუნდის უდავო ლიდერი და მთავარი გოლეადორი, მნიშვნელოვან ჯილდოს მიიღებს.“

„მსურს მივულოცო სრულიად მადრიდულ სამყაროს, ჩვენს კლუბს და რა თქმა უნდა კილიან მბაპეს.“

„ძალიან რთულია ამ მიზნის მიღწევა, მაგრამ შენ ეს შეძელი კილიან და სრულიად მადრიდი ამაყობს შენი მიღწევით. „რეალის“ ისტორიაში მსგავსი შედეგი მხოლოდ 4 ფეხბურთელს აქვს დაფიქსირებული.“

„ლა ლიგის 34 მატჩში შენ 31 გოლი გაიტანე, საერთო ჯამში კი 44 გოლს მოუყარე თავი, რაც სეზონში საუკეთესო შედეგი იყო.“

„ძვირფასო კილიან, სრულიად მადრიდული სამყაროს სახელით გთხოვ, რომ გააგრძელო ასეთ ტემპში გოლების გატანა და გუნდის დახმარება. ჩვენ ვამაყობთ შენით.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 11
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)