მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
"ამ შედეგს დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ 6-1 მოვიგეთ ჩემპიონები არ გავმხდარვართ და გუნდი კვლავ შენების პროცესშია."
"8 მატჩიდან 6 მოვიგეთ, ხოლო 2 ფრედ დავასრულეთ, რაც სავსებით ნორმალური შედეგია. ჩვენ დღეს თვალნათლივ დავინახეთ განსხვავება ოსერთან დაპირისპირებასა და დეპორტივოსთან მატჩს შორის, მე ორი სხვადასხვა ტაქტიკა შევარჩიე ამ შეხვედრებისათვის და ორივემ გაამართლა. ყველაზე მთავარი ეს არის. სეზონის განმავლობაში იქნება ბევრი სანახაობრივი მატჩი, თუმცა გულშემატკივარი იმასაც უნდა შეეგუოს, რომ ხშირად სხვანაირადაც მოგვიწევს თამაში, გამომდინარე სიტუაციიდან."
"ეს მატჩი იყო შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის, როგორიც არის ხუან კარლოსი, აგრეთვე იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ ძირითადში თამაშის ღირსნი არიან. ბენზემას ვენდობი და ჩემი აზრით მისი მოედანზე გამოყვანის საჭიროება არ იყო, ამიტომ შანსი იმ ახალგაზრდებს მივეცი, რომლებსაც ჩემთვის დასამტკიცებელი აქვთ, რომ ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან."
"ალონსომ და ხედირამ შესანიშნავად ჩაატარეს შეხვედრა და პირველ ტაიმში მოედნის ცენტრი მეტოქისათვის გადაკეტილი იყო. აგრეთვე აღსანიშნვია მესუთ ოზილის თამაში იგი მხოლოდ 21 წლის არის და 90 წუთის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა, მითხარით კიდევ რომელ მის თანატოლს შეუძლია იგივეს გამეორება?"
"ლასანა დიარას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მე მას ჯერ კიდევ ჩელსიში მუშაობისას ვიცნობდი და კარგად ვიცი თუ რა შეუძლია ამ ფეხბურთელს. რაც შეეხება კარიმ ბენზემას მას უკვე 2 თვეა ვიცნობ და ეს ფეხბურთელი დღითი-დღე უმატებს. როდესაც რეალში მოვედი კარიმი ძალიან ჩაკეტილი იყო და თანაგუნდელებთან არ ურთიერთობდა, თუმცა ნელ-ნელა ურთიერთობა მას და გუნდის დანარჩენ წევრებს შორის უკეთესობისკენ მიიწევს."
"ეს მატჩი ძალიან გავდა აიაქსთან ჩატარებულ შეხვედრას, ერთი განსხვავებით, დღეს მომენტების რეალიზებაში არანაირი პრობლემა არ გვქონდა, რაც ძალიან მახარებს, რადგან გუნდი უახლოვდება საუკეთესო ფორმას. წესით ახლა 18 ქულა უნდა გვქონდეს, მაგრამ 14 გვაქვს, ამაზე ფიქრი არ ღირს, ხვალიდან შემდეგი მატჩისათვის მზადება უნდა დავიწყოთ."
- 4 ოქტომბერი 2010
- 2 197
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.