ალონსო:„გუნდი თავდაჯერებულია, კიდევ უფრო მოვუმატებთ“

ჩაბი ალონსომ „ვალენსიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან პოზიტიური განწყობა გვაქვს. წინა კვირა შესანიშნავი შედეგებით დავასრულეთ, რაც სატურნირო ცხრილზეც ასახულია. გუნდს აქვს დადებითი დინამიკა და წინსვლის სურვილი. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სანაკრებო პაუზამდე ყველა მატჩის მოგება შეგვიძლია.“

„ვინისიუსის საკითხი მოგვარებულია. ის ოთხშაბათს ვარჯიშზე მოვიდა და გულიდან ამოსული სიტყვებით საუბრობდა. ის ნანობს საკუთარ ქცევას და საკითხი დახურულია. პრობლემა მოგვარდა.“

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი იყო გულწრფელი და ვალდებულება არამხოლოდ გულშემატკივრების მიმართ, არამედ თანაგუნდელების მიმართაც გამოამჟღავნა.“

„„ელ კლასიკოსთვის“ გუნდი კარგი მომზადებით გამოირჩეოდა. ნახევარდაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დიდ მატჩებში კონკრეტული დავალებების შესრულება წარმატების მომტანი იქნება. შეხვედრის კონტექტს ყოველთვის აქვს მნიშვნელოვანი. როგორც ძველ ფეხბურთში, ასევე თანამედროვე მიდგომებში, ნახევარდაცვის როლი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ჩვენ აღნიშნულ კომპონენტზე ძალიან სერიოზულ სამუშაოებს ვაწარმოებთ.“

„დაისჯება თუ არა ვინისიუსი? არა! ეს ჩემი ბოლო პასუხია. უკვე გითხარით, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა და მის საქციელს არაფერზე აღარ ექნება ზეგავლენა. ჩვენ ერთ ნავში ვართ და ერთი მიმართულებით მივდივართ.“

„მბაპე გოლების გატანას აგრძელებს, ვულოცავ ოქროს ბუცის მიღებას, ის ღირსეული კანდიდატი იყო და მნიშვნელოვანია, რომ გოლების გატანა ფრანგმა რუტინად აქცია. ეჭვი არ მეპარება, კილიანი საკუთარი სიმწიფით და ხედვებით, ოქროს ბურთის გზაზეც მოწინავე პოზიციაზე იქნება.“

„დავასვენებ თუ არა ფეხბურთელებს? გარკვეული ცვლილებები შესაძლოა გავაკეთო, მაგრამ ეს არ მოხდება „ლივერპულთან“ მატჩის გათვალისწინებით, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მატჩის კონტექტს. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულია, იქ ქულების დაკარგვის შემთხვევაში, სიტუაციის შეცვლა და გამოსწორება სავსებით არის შესაძლებელი, ლა ლიგას კი მარათონული ხასიათი აქვს, სადაც 1 და 2 ქულასაც შესაძლოა საჩემპიონო მნიშვნელობა მიენიჭოს, ამიტომ საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული და ყველა შეხვედრისთვის უდიდესი დატვირთვის მინიჭება.“

„მოგვიტანა თუ არა „ელ კლასიკომ“ თავდაჯერებულობა? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ვამბობდით, რომ მეტი შეგვეძლო. „იუვენტუსთან“ და „ბარსელონასთან“ გამარჯვებით გუნდი სხვა სიმაღლეზე ავიდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ საწყისი ნაბიჯებია და გარკვეული დრო გვჭირდება საუკეთესო ვერსიის წარმოსადგენად.“

„გუნდმა დიდი სიმტკიცე და კონცენტრაცია აჩვენა. „ელ კლასიკოს“ ჩანაწერს რამდენჯერმე ვუყურე და ბევრი დეტალი გავშიფრე. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით, გუნდს კიდევ აქვს მომატების პერსპექტივა.“

„გასახდელში ფეხბურთელებთან ურთიერთობა თეორიულად არ ისწავლება. აქ უმთავრესია პირდაპირობა, გულწრფელობა და საქმისადმი დამოკიდებულება. ჩემი ამოსავალი წერტილი გასახდელში კარგი ვითარების შექმნაა, რადგან წარმატების საწინდარი სწორედ ეს არის.“

„ვინისიუსის ახალი კონტრაქტი? ის საკმაოდ მიზანდასახული ადამიანია და ვფიქრობ, ყველაფერი მალე გაირკვევა.“

„მე ექიმი არ ვარ და არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება დანიელ კარვახალს მოედანზე დასაბრუნებლად, ეს შესაძლოა იყოს 6 კვირა, 8 კვირა ან მეტი. ვიმედოვნებ, დანი მალე დაბრუნდება, მისი როლი გუნდში ძალიან დიდია.“

„როდესაც ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ კაპიტანს ტრავმა ჰქონდა, ძალიან გამიკვირდა, ამას აბსოლუტურად არავინ მოელოდა, თუმცა მოცემულობას ვერსად გავექცევით.“

„ენდრიკ ფელიპე სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს. ძალიან ვღელავ, რომ მჭიდრო გრაფიკისა და მნიშვნელოვანი მატჩების გამო მას მოედანს გასვლის საშუალება ვერ მივეცი.“



1

გუშინ და 14:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 506

კარგია ყველაფერი კარგადაა მალე ვინი ახალ კონტრაქტს მიიღებს რაც მეტად  მოტივირებულს მშვიდს და ლაღს გახდის 


2

გუშინ და 16:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 335

იმედია გააცმევინებენ ვინის და ჰაალანდს მოიყვანენ სუფთა 9-ანს, კილიანი გადავა მარცხნივ. რონალდო და რამოსი გაუშვიათ რომლებსაც კვლავ შეეძლოთ უმაღლეს დონეზე თამაში, ამან რით დაიმსახურა რომ არავის პატივს არ ცემს და მფარველობენ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 11
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)