ალონსო ანჩელოტის იდეოლოგიას უპირისპირდება - ნულოვანი თავისუფლება!
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსო კარლო ანჩელოტის იდეოლოგიას სრულფასოვნად უპირისპირდება.
იტალიელ სპეციალისტს გარკვეულ ასპექტებში ჰქონდა თავისუფალი მიდგომა, რაც ბასკი სპეციალისთვის სრულიად მიუღებელია.
პირველ რიგში საქმე ეხება ტაქტიკურ მონახაზებს. ალონსოს აქვს პერფექციონისტული მიდგომა, კარლო კი ზოგიერთ მოთამაშეს თავისუფლებას აძლევდა და მიიჩნევდა, რომ ჩარჩოებს გარეთ გასვლა მათი მარგი ქმედების კოეფიციენტს გაზრდიდა.
ალონსო ამტკიცებს, რომ მაღალი დონის მატჩებში ყველა ფეხბურთელს თავისი როლი უნდა ჰქონდეს და ამ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ კონკრეტული დავალებების გარეშე ფონს გავიდეს.
ჩაბის აზრით, კროოსის, მოდრიჩის და კაზემიროს ეპოქა სრულიად განსხვავებული იყო, რაც ანჩელოტის დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას არ აჩვენებდა, ახლა კი გუნდს სხვაგვარი მიდგომა სჭირდება.
ფერფექციონიზმი ხშირად არ იძლევა საუკეთესო შედეგებს, თუმცა როდესაც გუნდი შენების პროცესშია, კონკრეტული მიდგომები აუცილებელია, რაც „ელ კლასიკოშიც“ დამტკიცდა.
ნულოვანი თავისუფლება მოედანზე და ყველა ფეხბურთელს საკუთარი როლი. სწორედ ეს არის ესპანელი სპეციალისტის სტილი და ის აპირებს, რომ შარშანდელი „რეალისგან“ 180 გრადუსით განსხვავებული კოლექტივი ჩამოაყალიბოს.
- 31 ოქტომბერი 2025
- 1 231
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




