ტრენტი „ვალენსიასთან“ სასტარტოში იქნება
ტრენტ ალექსანდერ არნოლდი 100%-ით მზად არის. ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე ბრუნდება.
დანიელ კარვახალის არყოფნის პირობებში ინგლისელს კარგი შანსი აქვს იმისა, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდეს და ალონსოს აჩვენოს, რომ ძალიან საჭირო მოთამაშეა.
დანი იანვრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, ხოლო თუ ტრენტი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგება, მარჯვენა მცველად თამაში კვლავ ფედერიკო ვალვერდეს მოუწევს.
„მარკას“ ინფორმაციით, ტრენტი ლა ლიგის მომდევნო ტურში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, მას მოედანზე 90 წუთის გატარება შეუძლია და ექიმებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
- 31 ოქტომბერი 2025
- 545
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



