„რეალი“ ჩემას გამოისყიდის, ვარიანტები განხილულია

ფლორენტინო პერესი აღფრთოვანებულია სათამაშო დონით, რომელსაც კანტერანო ჩემა ანდრესი გერმანიის ბუნდესლიგაში აჩვენებს.

ჩემა „შტუტგარტის“ ნახევარდაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა და ამ გუნდის სათამაშო სტილი სწორედ კანტერანოზე აეწყო.

ანდრესის სტატისტიკა საოცარია, ის ბურთს ფაქტობრივად არ კარგავს, ბრწყინვალედ ანაწილებს გადაცემებს, აქვს მოედნის კარგი ხედვა და გუნდის თამაშში ბალანსი შემოაქვს.

„რეალსა“ და „შტუტგარტს“ შორის არსებულ შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესს მოთამაშის უკან დაბრუნება 2027 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეუძლია.

პირობების მიხედვით, თუ „რეალი“ 2026 წლის 31 აგვისტომდე გერმანულ გუნდს 13.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ანდრესი ბერნაბეუზე დაბრუნდება, შეთანხმების 2027 წლის ზაფხულში განხორციელების შემთხვევაში კი თანხა 18 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 11
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (249)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)