ბელინგემი:„„ბარსელონაზე“ ბევრად კარგი და პროდუქტიული ფეხბურთი ვითამაშეთ“

ჯუდ ბელინგემმა ბერნაბეუზე განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„სამეფო კლუბმა ტაქტიკურად გააზრებული ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.“

„ჰანსი ფლიკის გუნდი დაცვის მაღალ ხაზზე თამაშობს, რაც ხშირად იწვევს თამაშგარე მდგომარეობებს, მაგრამ მბაპემ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა.“

„დიახ, რამდენიმე გოლი არ ჩაგვითვალეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სულ სხვა დონის თამაში ვაჩვენეთ.“

„ჩხუბი არავის სიამოვნებს, თუმცა ემოციური ფონი ძალიან მაღალი იყო.“

„ვინისიუსის რეაქცია შესაძლოა ვინმეს არ მოეწონა, მაგრამ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ბრაზილიელმა უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, რომელზეც დიდ აქცენტს ვაკეთებდით.“

„კარერასი საოცარი იყო, იგივეს თქმა შემიძლია ჰაუსენსა და ვინიზე. მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“

„პირველ ტაიმში უდიდესი ენერგია დავხარჯეთ, ალბათ ბევრი ფიქრობდა, რომ მეორე ტაიმში იგივე ენერგიით ვერ ვითამაშებდით, თუმცა მოცემულობა სხვაგვარი გახლდათ.“

„„ბარსელონას“ დამარცხება ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული.“

„მიხარია, რომ გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ჩვენ შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც, თუმცა მთავარი 3 ქულაა, თანაც ეფექტური თამაშის ფონზე. ჩვენ მეტოქეზე მაღლა ვიდექით.“

  • Madridista
  • 26 ოქტომბერი 2025
  • 1 419
  • 2

1

26 ოქტომბერი 2025 22:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 610

ესეთი თავდადებით თუ გააგრძელეთ თამაში რეალის გამჩერებელი არავინაა.


2

26 ოქტომბერი 2025 23:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 064

MEC EG MOMEWONA ASHKARAD MOUMATA GUNDMA,ABA WIN BICHEBO MASE GAAGRZELET

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (79)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)