ალონსო:„სწორედ ამიტომ დავამარცხეთ ბარსელონა“
ჩაბი ალონსომ „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენი მოტივაცია პიკს აღწევდა. გვჭირდებოდა განცდა, რომ ასეთი თამაშების მოგება შეგვიძლია. უპრინციპულესი მეტოქის დამარცხება შევძელით. გუნდს ჰქონდა 3 ქულის მოპოვების საჭიროება და ჩვენ ეს შევძელით, სწორედ ამიტომ, ბედნიერი ვარ.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი როლი ასეთ თამაშებში კიდევ უფრო მკვეთრია. ეჭვი არ მეპარება, ყველამ სიამოვნება მიიღო.“
„ვინისიუს ჟუნიორი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მის რეაქციაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა გამარჯვების აღნიშვნის და ემოციების გაზიარების დროა. ძალიან კმაყოფილი ვარ.“
„დაცვაში გუნდმა თავდაჯერებულობა გამოავლინა და ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საბედნიეროდ, დაგვიბრუნდა კამავინგა, რომელმაც დამატებითი ფუნქცია მიიღო. ფრანგის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი, მას დიდი შესაძლებლობები აქვს, რისი დანახვაც „ელ კლასიკოც“ შევძელით. ედუარდოს სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზრდება, ის საჭირო ფიგურაა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე დიდ გამოცდილებას ფლობს.“
„დღეს გვქონდა კარგი კავშირი ერთმანეთთან, არ დაგვიკარგავს ტემპი და კონცენტრაცია, ამ ყველაფერმა კი ერთობლიობაში გამარჯვება მოიტანა.“
„ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ფორმის პიკში ვართ. გუნდი აგრძელებს მუშაობას და საუკეთესო კონდიციისკენ სწრაფვას.“
„გვაქვს, როგორც მოკლევადიანი გეგმები, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივის ხედვა. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ საუკეთესო ფეხბურთის საჩვენებლად და გვჯერა წარმატების.“
„ჩხუბი თამაშის შემდეგ? მსგავსი რამ სასიამოვნო არ არის, მაგრამ როდესაც დაძაბულობა პიკს აღწევს, დაპირისპირების რისკიც იზრდება.“
„მთავარი ის არის, რომ მოთამაშეებმა სრულფასოვნად შეასრულეს ჩემი დავალებები და მე-10 ტურის შემდეგ მეტოქესთან 5 ქულიანი სხვაობა გვაქვს.“
„ჯუდ ბელინგემი კიდევ მოუმატებს. ინგლისელმა „იუვენტუსის“ წინააღმდეგაც ძალიან კარგად ითამაშა. მჯერა, რომ ინგლისელის შესაძლებლობები გუნდს უფრო მობილურს და პროდუქტიულს გახდის. ჯუდმა საოცრად ითამაშა ედუარდოსთან და არდასთან ერთად, მათ კი უკან ჩუამენი უმაგრებდა ზურგს. ნახევარდაცვაში მეტი დომინაცია გვჭირდებოდა და შედეგიც მივიღეთ.“
„იამალის გაჩერება? კარერასი საოცარი იყო, მაგრამ ესპანელის გარდა მის გაჩერებაზე ნახევარმცველებიც ზრუნავდნენ. ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ეს იყო გუნდური წარმატება.“
„„ბარსელონას“ დამარცხება სწორედ ასეთი ფეხბურთით არის შესაძლებელი. დიახ, სწორედ ამიტომ მოვიგეთ, ჩვენ ვიყავით 100%-ით კონცენტრირებულები.“
- გუშინ, 22:26
- 713
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



