დანი კარვახალის მე-200 გამარჯვება ლა ლიგაში!
„ბარსელონასთან“ დაფიქსირებული გამარჯვება დანიელ კარვახალისთვის საიუბილეო გამოდგა.
„რეალის“ კაპიტანმა მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატში მე-200 დაპირისპირება მოიგო. აღსანიშნავია, რომ 200 გამარჯვების მოსაპოვებლად დანის 293 მატჩის ჩატარება დასჭირდა, სადაც 10 გოლის გატანა შეძლო.
კარვახალის დებიუტი ლა ლიგაში 2013 წლის 18 აგვისტოს შედგა.
დანი ლა ლიგის ოთხგზის მფლობელია და მალე 300 მატჩიან ნიშნულს დააფიქსირებს.
მეტოქე, რომელიც დანიელმა ყველაზე მეტჯერ დაამარცხა „სოსიედადი“ გახლავთ. ბასკების წინააღმდეგ კარვახალს 14 გამარჯვება აქვს დაფიქსირებული.
„ელ კლასიკოს“ შემდეგ ფლორენტინო პერესმა ესპანელ ლეგენდას სპეციალური მაისური უსახსოვრა.
- 26 ოქტომბერი 2025
- 235
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



