ჩუამენი:„გუნდმა ბრწყინვალედ განახორციელა ალონსოს გეგმა“

ორელიან ჩუამენიმ „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩაბი ალონსომ ბევრი იმუშავა და შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომლის განხორციელების წყალობითაც, ჩვენ დამსახურებული 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. „ბარსელონას“ დამარცხება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, მითუმეტეს საშინაო არენაზე და თანაც დამაჯერებლად. ჩვენ გვქონდა მიდგომები, რომელმაც მოიტანა წარმატება. დიდი ენერგია დავხარჯეთ, მოედნის ყველა წერტილში ბოლომდე ვიხარჯებოდით და შედეგიც მივიღეთ.“

„ეს არ არის რიგითი მოგება, ეს არ არის რიგითი 3 ქულა. ასეთ მატჩებს საერთო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მიხარია, რომ უახლოეს მდევარს ახლა უკვე 5 ქულით ვუსწრებთ.“

„„ატლეტიკოსთან“ მარცხმა ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა, მას შემდეგ ბევრი ასპექტი დავხვეწეთ. გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. გვაქვს პერსპექტივა, რომ მოვუმატოთ და საუკეთესო შედეგები მივიღოთ.“

„ლამინ იამალის ქცევები? მე არ მაქვს უფლება სხვა კლუბის ფეხბურთელი შევაფასო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის მოედანზე ძალიან სახიფათოა.“

„როდესაც გუნდში ბელინგემი გყავს, ეს დიდი ფუფუნებაა. ინგლისელი ფეხბურთელის შესაძლებლობს საზღვარი არ აქვს.“

„ვინისიუსის რეაქცია ბუნებრივი იყო. ის სრულფასოვნად ერთვებოდა თამაშში და მწვანე მინდვრის დატოვება არ სურდა. ის ახლა ძალიან ბედნიერია. მოდით, გავიგოთ მისი ემოციები და გავაზიაროთ ემოციები.“

„ყველა სეზონს თავისი ისტორია აქვს. შარშან „ბარსელონასთან“ გვიჭირდა, წელს კი ვითარება რადიკალურად შეცვლილია. წელს ჩვენ სხვა გუნდი ვართ.“


1

26 ოქტომბერი 2025 22:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 538

ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე,ჯუდთან და მილისთან ერთად


2

26 ოქტომბერი 2025 22:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 944

MOGEBA ERTIA DA MEORE MAGRAD MOMEWONA REALIS TAMASHI BRAVO ALONSOS MARTLA ETYOBA GUNDS AXALI SISXLI

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (79)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)